უ–სირცხვილ–ო

 

არ ვიცი ამას რა დავარქვა თეგ თამაში თუ რავიცი სხვა რამ.მოკლედ  არ აქვს მნიშვნელობა ვინმემ “დამთაგა” თუ არა… უბრალოდ მომინდა მეც დამეწერა.

ბევრს გაუჩნდა კითხვა,რატომ უნდა რცხვენოდეს ადამიანს “სხვის მაგივრად”?!,როგორც გინდათ ისე გაიგეთ,მაგრამ მეც მათ აზრს ვიზიარებ და ვუერთდები…სულაც არ მრცხვენია იმის,რაშიც მე არ ვარ დამნაშავე… ვრცლად

მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

ლეპტოპი გამიფუჭდა.შესაბამისად დიდი ხანია არაფერი დამიწერია.მგონი უკვე ერთი თვეა.თითქოს გადავეჩვიე კიდეც,თითქოს კი არა ნამდვილად.არა და იმდენი მქონდა მოსაყოლი…  პრინციპში ახლაც მაქვს,მაგრამ ერთ პოსტში ნამდვილად ვერ გადმოვცემ და ახლა მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები :დ მომენატრეთ…მართლა,მართლა… წესით ახლა აკადემიურის დავალებას უნდა ვწერდე. როგორ მომენატრა ჩემი ბლოღი :დ აი მივხვდი რომ თურმე მართლა მყვარებია :დ ჩემი ბლოგი სამი თვის გახდა და ნორმალურადაც ვერ გადავუხადე დაბიდუბი :დ

ვრცლად

ჩემი პირველი გესთ-პოსტი

კეთილი იყოს ჩემი 10-ვე თითი და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ამ ბლოგზე! : )) შემოვდგი ორივე თვალი, მოგიტანე გიჟური იდეები  : ))

ესეიგი ,ვინც არ მიცნობს, მე ვარ ელი მელმონი, ანუ მელმოჰოლიკის ბლოგის ავტორი, ბატონ პატრონი და თქვენ წარმოიდგინეთ მკითხველიც  :დ  ბათერფლაიმ ,როგორც მე ვეძახი წიოკამ, გადაწყვიტა დავემატებინე ადმინებში, და მევალება დავწერო გესთ-პოსტი..

დავიწყებ საიდან?იქიდან თუ როდის და როგორ გავიცანი ჩემი წიოკა : ))  ეს მოხდა ერთ მადისაღმძვრელ დღეს, როდესაც მე ჩემი ფეხი შევყავი BNG-ში. იმის მოყოლას არ დავიწყებ იქ როგორღა მოვხვდი… ხოდა პირველი დავინტერესდი წიოკათი მაშინ როდესაც მე-7000 კომენტარი დამილაიქა : )) ❤ გულახდილად ,რომ ვთქვა მისი დახრჩობა მინდოდა,მაგრამ როდესაც თანამდებობიდან (ჩვენივე დაჟინებული თხოვნით) გადადგა ,გადავყევი კინაღამ თან : (( მოკლედ იმ დღიდან იმდენი ვიწუწუნე ,იმდენი ვიწუწუნე სანამ არ დავითანხმე ,რომ ისევ მელაიქობა დაეწყო :დდ ახლა უკვე მშვიდად მძინავს, რადგან ვიცი ჩემს დატოვილ ყველა კომენტარს თამთას ლაიქი თანსდევს :დდ ვფიქრობ ყველა ბლოგერი ბედნიერია ამით და დიახ, არაფერს… არ გრცხვენიათ? რა მადლობა მე ეს მხოლოდ ჩემთვის გავაკეთე .. :დდდ
მკითხველო, შიგ არ მაქვს პ.ს. : )) უბრალოდ წიოკას ვუთხარი რამე მხიარულს დავწერდი… ალბათ ,არავის აინტერესებს ეს ზემოთ დაწერილი სლეობა..მაგრამ თქვენ ვინ გეკითხებათ? : (( სოროსის ბრალია ყოველივე ეს!

არა როდესაც თამთას თვალებში ჩავხედე, მივხვდი,რომ ….რომ… რაქვიაიმას..:-? ხო რაღაცას ხო მაინც მივხვდი …

ბევრი ტეგ თამაშის მერე ,სადაც უკლებლივ ვთაგავდი წიოკას, კიდე ეფლის (ეს ნაგავი მიყვარს როარ ვახსენო გუდიანი კაცი წამიყვანს) მივხვდი ეს ხალხი რამხელა სიმდიდრეა..მიუხედავად იმისა არცერთს შევხვედრივარ ჯერ,მაინც ძალიან მიყვარს და არა მარტო ეს ორი…კიდევ ბევრი ბლოგერი ,უბრალოდ ჩამოთვლისგან თავს შევიკავე,თორე ყველა მიხვდებით რომელ თქვენგანზე მაქვს კიდევ საუბარი : )) მინდა ვთქვა კიდევ ის ,რომ არაფერი ვიქნებოდი და სრული სლეობა იქნებოდა ჩემი ბლოგიც თქვენ რომ არა….დღეს თუ ცხოვრება ბლოგის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ამ ბლოგმა თქვენთან მომიყვანა და ვისურვებდი კიდევ დიდ ხანს ვიბლოგეროთ ესე და გავერთოთ : ))

რაც შემეხება მე, ჩემ შესახებ მელმოჰოლიკზე გადადით და ეგარის : )),თორემ ამ გესთ-პოსტს ისეთი გრძნობით ვწერდი ჩემ თავს ვერ ჩავაკვეხებ :დდდ 🙂

აქ მოვრჩი. ეს იყო ჩემი პირველი გესთ-პოსტი, ისევე როგორც პირველი გესთ-პოსტი თამთასთან : ))

მკითხველი არ მოგკლებოდეს ჩემო წიოკ :დდდ მიყვარხართ ყველა! ❤

ბჟუტური მეორე მესთან… ანუ მე არ მიყვარს თბილისი

მოკლედ დღეს ისეთი საშინელი დღე  მქონდა არაფრის დაწერის ზასიათზე არ ვიყავი(ვარ)… თუ ამას არ ჩავთვლით რასაც ახლა ვწერ… შეიძლება სისულელეც გამომივიდეს და აზრი ვერ გამოიტანოთ,მაგრამ მომიტევეთ რა 🙂 ვრცლად

ჩემი,შენი,ჩვენი B N G… (ბანალური სათაურით და დიდი სიყვარულით)

    ეს უკვე მეორე პოსტია რომელსაც ბლოგერებზე და ბნგ-ზე ვწერ…ნუ ეს თეგ თამაშია ,რომელშიც ელიმ  ჩამითრია(გაუხმეს თავი,დაეცეს მეხი:დ საიდან ამდენი სიყვარული:დ)და ცოტა სხვა სტილით შევეცდები დავწერო… ყველა,რომ მიყვარს ეს არავისთვის უცნობი და უცხო თემა არაა(დავიღალე კაცო ყველა პოსტში სიყვარულს გიხსნით:დ:დ)ჰოდა მინდა მოკლედ და კონკრეტულად ვთქვა რა არის ჩემთვის ბნგ…კარგად მოგეხსენებათ ჩემი გაფრენების შესახებ,ვინც არ იცით იხილეთ აქ… სადაც თვალნათლივ ჩანს,რომ ერთ-ერთი საპატიო ადგილი უჭირავს ბნგს…არ ვიცი როგორ და როდის მოვხვდი ამ ჯგუფში…მახსოვს დამამატა ქეთუსიმ და დამისვა  ტრადიციული კითხვა :,,ბლოგერი თუ მკითხველი?!” და მეც ვუპასუხე,რომ მკითხველი და ვაპირებდი ბლოგერობას,ხო და არც აცია,არც აცხელა და დამატაკა თავისი ტუტორიალები..ერთი გენახათ რას ვწვალობდიი და რამდენ კითხვას ვუსვამდი…ახლა,რომ ვფიქრობ გეფიცებით ნამდვილად ვუფასებ ამ გარჯას 🙂 მერე გვირილიკო დეიდა იყო თავისი ცნობილი ფრაზებით :)ჰომ ასე მოვხვდი ჯგუფში… მერე ნიკა სურმავა ,,გამოხტა”,დამაყარა კითხვები და შენიშვნები,გამიშინაურდა უცებ,მეც გავიხსენი(ვითომმორიდებულისმაილი):დ:დ ჰო და აეწყო ასე…დამიმეგობრდნენ,დავუმეგობრდი,მირჩიეს… მე არავისთვის მირჩევია(მაინც ახალბედა ვარ:დ)უფრო და უფრო იზრდება მოკლედ ნაცნობების და მეგობრების სია:)ძველები ხომ ისევ არიან და არიან,რომელთა საქებარი სიტყვები არ დავიშურე სხვა პოსტში,ახლებიც გამომიჩნდნენ,მაგალითად ვაშლუკა,სიყვარულოვ,,იჩი”, ,,ცოტნიკო”,ელოო-პელოოო ,ნინიტო,მაცო,ნინუცა   და ძალიან ძალიან ბევრი კიდევ ,უბრალოდ ახლა აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას,თორემ  მერე ვინმე გამომრჩება და თან იმდენები არიაან ტიტუუუუუ…:დ:დ:დ ერთი ის ვიცი,რომ უსაყვარლესი,უთბილესი სიტუაციაა.არა არა,არ გეგონოთ სულ ერთმანეთის ქებაში ვიყოთ,ხშირად ვკამათობთ,ჩვენ(ს) აზრებს ვაფრქვევთ დაუფარავად(მერე რა რომ შეიძლება დებილობა ვთქვათ:დ),ვუსწორებთ შეცდომებს ერთმანეთს,ვაკრიტიკებთ(ხშირად ჯანსაღი კრიტიკაა,რაც უფრო გვხვეწავს და გამოცდილებას გვძენს) და რა ვიციი რაა   home… sweet home…  ჩემთვის არ არსებობს ფბ ამ ჯგუფის გარეშე… ჩემთვის ბლოგერობა,ბლოგი და მისთანანი უკავშირდება ამ ჯგუფს…ჰო ბევრს ვეღარაფერს დავამატებ,მაპატიეთ თუ ისეთი არ გამოვიდა როგორსაც ელოდით ^_^

პ.ს. ერთს დავამატებ მხოლოდ – ეს ჩემთვის სულაც არ არის ვირტუალური სამყარო…ეს სამყარო  ბევრად რეალურია ვიდრე ჩვეულებრივი, ჩემი აზრით უფრო ,,გამოგონილი”  ვითომდა რეალობა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ…აქ ყველაზე მეტი რეალობაა,იმიტომ,რომ აქ ვარ ისეთი როგორიც ვარ ჩემი ნაკლითაც და ღირსებითაც(თუ გამაჩნია საერთოდ უკანასკნელი:დ)…

პ.პ.ს მადლობა ყველას ვინც სულ მჩუქნის ლამაზ პეპლებს…(ფოტოებს,ვიდეოებს და ა.შ.)  ჰო და კიდევ,ბოდიში ჩემი უაზრო ლაიქებისთვის… თქვენი კრიტიკა ნამდვილად სამართლიანი იყო… ჰო და გაგრძელება იქნება

გუდ ლაქ 🙂   

ვთაგავ : მარიამს და ანასტასიას