ზოგჯერ არის რაღაც გვიან

როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა პრობლემები არ არსებობს, არსებობს სინანული რომ დრო არ გეყო…

ამას ვეღარ შევცვლით.

მინდა რამე დადებითი დავწერო, მაგრამ არ მოდის ეს ოხერი პოზიტივი ასე მარტივად ჩემ ბნელ ცხოვრებაში.

თუმცა არის ერთი.

ადამიანებთან ურთიერთობა;  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან მარტივად მიყვარდება ადამიანი და მერე მთელი ცხოვრება მიყვარს (მომავალში ალბათ იქნება გამონაკლისი). უმეტესობისთვის გაუგებარია ალბათ, ჩემთვის კი დოპინგივითიაა, თუ გარკვეულ მომენტში ვინმეს ახალს არ გავიცნობ “ლომკა” მკლავს, სულს მიხუთავს, მახრჩობს.

დღემდე მჯერა რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ.

მეც ვზივარ ამ უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე და ვტრიალებ დაუსრულებლად.

ისე არასდროს მიფიქრია, ვინ და რატომ შეარქვა ამ ბორბალს ეშმაკის?

არაუშავს, ყველა კვდება, ეს მაინცაა გარკვეული ამ ცხოვრებაში.

ვკოტრიალებ ოქროსფერ ყანაში.

ვქანაობ ხის საქანელაზე.

-სულელი ვარ, სულელი ვარ, სულელი ვარ…

ყველა რომ კვდება უკვე ვთქვი?

და ამ დროს ხვდები რომ რაღაც არის ძალიან გვიან.

 

 

Advertisements

გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

უ-აზრობა №7438635…

-როგორ ხარ?

-ჩემთვის თუ სხვებისთვის?

-სხვებისთვის.

-შეუიარაღებელი თვალით გადასარევად. “როგორ ხარ?” “კარგად შეეეეეენ”? დაახლოებით ასე რაა…

– ვერ ხარ, რაღაცნაირად, არა შენებურად. რა გჭირს, ხომ იცი კარგად გიცნობ.

-არ მიყვარს ხომ იცი, ეს გიცნობ,მიცნობ. ჩემს ფეხებს მიცნობ.აზრზე არ ხარ არა!

-თემა ნუ გადაგაქვს. რა გჭირს?

-რა მჭირს და გული მტკივა და ძვლები მტკივა კიდევ, ოღონდ შენებურად არ დამცინო როგორც იცი ხოლმე:D

-))რაო რა მტკივა ძვლებიო?))) და რამ მიგიყვანა აქამდე?

-რამ და არ ვიცოდი “აქამდე” თუ მოვიდოდი.

-შენ ხომ ჭკვიანი, ძლიერი გოგო ხარ?

-მაგას მაინცდამაინც ნუ დაიჯერებ.

-ასე ხომ არ იქნები?

-დროს ვერ ვახვევ. უმოქმედობა!

-რას აპირებ?

– ვეღარაფერს ვერ ვაპირებ.

-“ვეღარაფერამდე” რა გააკეთე რომ?

-ვერაფერი.

-როდემდე უნდა გქონდეს “ფეხებზე მკიდიას” იმიჯი. ფანტაზიამ ვერ გაგიქაჩა თუ რატომ?

-არ ვიყავი დარწმუნებული…თუ უნდოდა…

-ახლა დარწმუნდი რომ უნდოდა? ან რა უნდოდა, ან ვის?

-აუ კარგიიი რააა დამღალე!

-იცის ვინმემ ასე რომ ხარ? არ მომწონხარ, ვერ გიტან ასეთს.

-კი მაგრამ ვერ გამოვთქვავ, ვერ ვხსნი, ან რა მოვყვე, მოკლედ, ვერ გადმოვცემ ისე როგორც მინდა…

– შენ თვითონ იცი?

-კი.

-რა?

-მტკივა.

-ეგ უკვე მითხარი… და მაინც რა?

– უმოქმედობა, უმისობა, უემოციობა, უ-აზრობა, უ…უ…უ… 🙂 !

– გაურკვევლად ლაპარაკობ რა,როგორც ყოველთვის

– სხვანაირად არ შემიძლია…

– მოგენატრა?

– მხოლოდ სიმღერა მასთან ერთად აივანზე და კიდევ… მისი სუნამო…

– მას შემდეგ აღარ გიმღერია,ვიცი! მოგენატრა!

– …