აღარ

    პირველად ხელებზე შევხედე, მერე მხრებზე… წამწამებზე და ბოლოს ტუჩებზე. გრძელი თითები ისეთი თხელი და ლამაზი ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ამოვიგდე ის კადრი მეხსიერებიდან. მაღალი, ხმელი და ისეთი მხრები (ბეჭები) აქვს მე რომ მიყვარს ^^ მწვანე თვალები და ბრაზიანი გამოხედვა… არა და სულაც არ არის ბრაზიანი.წვრილი პატარა ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი…დაბალი ტონალობის ხმა და დინჯი საუბარი…

     ღრმად ამოვისუნთქე და გადავკოცნე, ისევ ის სურნელი… ვიცოდი უაზროდ მელაპარაკებოდა და იმას არ ამბობდა რასაც ფიქრობდა, არც მე მიკითხავს, ვიცოდი რაღაც ცუდი იყო. წავალო მითხრა, არ მინდოდა გაშვება, სახლში ავედით ყავის დასალევად. შევამჩნიე ნერვიულად სვამდა და უხერხული გრძნობებისგან გასათავისუფლებლად რაღაც იდიოტურ შოუზე იღიმებოდა… ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, ყოყმანე(ო)ბდა, გავუადვილე გადაწყვეტილების მიღება და წასვლა ვთხოვე 🙂 ვიცოდი ასე აჯობებდა ორივესთვის…

   ჰო და წავიდა… მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მინდა… ვიცი ადრე თუ გვიან ისევ ისე მოვა როგორც დღეს, მაგრამ უკვე მართლა ძალიან გვიან იქნება, აი ისე გვიან ის ფრაზაც, რომ აღარაფერს შველის – “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო. მოვა და ვიცი ისევ ის აზრები შეაწუხებს რაც დღეს… აღარ მინდა წელიწადშ ერთხელ მისი გამოჩენის შემდეგ ისე განადგურებულად ვიგრძნო თავი,როგორც არასდროს, აღარ მინდა ის დღე როცა მას ვნახავ, თეთრი,უძილო ღამით დასრულდეს, აღარ მინდა ჩემზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს, და კიდევ ათასი აღარ…

   ისევ ღრმად ამოვისუნთქე და უკვე აღარ ველოდები…

Advertisements

მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

ლეპტოპი გამიფუჭდა.შესაბამისად დიდი ხანია არაფერი დამიწერია.მგონი უკვე ერთი თვეა.თითქოს გადავეჩვიე კიდეც,თითქოს კი არა ნამდვილად.არა და იმდენი მქონდა მოსაყოლი…  პრინციპში ახლაც მაქვს,მაგრამ ერთ პოსტში ნამდვილად ვერ გადმოვცემ და ახლა მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები :დ მომენატრეთ…მართლა,მართლა… წესით ახლა აკადემიურის დავალებას უნდა ვწერდე. როგორ მომენატრა ჩემი ბლოღი :დ აი მივხვდი რომ თურმე მართლა მყვარებია :დ ჩემი ბლოგი სამი თვის გახდა და ნორმალურადაც ვერ გადავუხადე დაბიდუბი :დ

ვრცლად