ვეჭვიანობ

ვეჭვიანობ:

მის ოჯახის წევრებზე,

მის მეგობრებზე,ჯგუფელებზე…

თითოეულ ადამიანზე,რომელზეც ერთ სიტყვას მაინც ამბობს,რომელსაც შეხედავს,რომელსაც გადაკოცნის უბრალოდ,მეგობრულად,მაგრამ მაინც ხომ ეხება…

თითოეულ უსულო თემაზეც კი, რომელზეც ფიქრობს, საუბრობს, განიხილავს

ვეჭვიანობ ისე ჩემთვის, ჩუმად, მისგან და ხანდახან ჩემი თავისგანაც მალულად, გაურკვევლად, რაღაც უცნაური გრძნობით…

ვეჭვიანობ მის მოთხრობებზე, იმ კალამზე და ფურცელზე რითაც ემოცია გადმოაქვს(ნწ,ვორდის ფურცელზე და კლავიატურაზე არა :დ)…

ვეჭვიანობ მისი “ფანები”ს არმიაზე… მისით დაინტერესებულ თითოეულ სულიერზე.

არა და სულაც არ მიყვარს,მართლა,მართლა… არ არის ეს სიყვარული, მეშინია ავადმყოფობაში არ გადამეზარდოს…

მინდა თითოეული წამი ჩემ გვერდზე გაატაროს, არ მომშორდეს,არსად და არავისთან წავიდეს, არც სამსახურში… არ მაინტერესებს მე მისი სამსახური,მინდა სულ ჩემთან იყოს ფიზიკურად…

ჩემ  უცნაურ  დაავადებებს ესეც შეემატა, ვინმე მეტყვის რა ჯანდაბა ხდება?? 😀