გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

ბატონი X

6 საათზე გამეღვიძა.. ისევ თოვდა…

რატომ არ ვიცი,მაგრამ შეშინებული ვიყავი…ხელები ისე მიკანკალებდა რამოდენიმე საათი ვერ დავწყნარდი…
არ ვიცი რა მოხდა. არა და არაფერი მომხდარა ამ დღეებში,არც სიზმრად მინახავს რამე კოშმარი.
მაშინვე მეგობარს მივწერე… სულ მაწყნარებს ასეთ დროს(რამოდენიმეჯერ დამემართა).
ექიმთან მისვლაც მირჩია,მაგრამ როგორც ყოველთვის მე არ დავუჯერე.
ახლა უკვე კარგად ვარ(ნუ იმდენად კარგად რომ პოსტი მაინც დავწერო).

ამ ბოლო დროს აშკარად გაუარესდა ჩემი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური მდგომარეობა.
არა და არ მჯეროდა როცა გიჟს მეძახდნენ :დ შესაბამისად წუწუნმაც იმატა… 
ზემოთ უკვე ხსენებული მეგობარი ათასჯერ მაინც შევაწუხე შუაღამისას…ის კი ყოველთვის მოთმინებით მისმენს ასეთ დროს. ხშირად ისეთ დებილობებს ვეჩრუტუნები,რომ აქამდე მის ადგილას ათასჯერ მაინც ამოვშლიდი ჩემს მსგავს ნაცნობს ცხოვრებიდან :დ : ) არასდროს ბრაზდება… ერთადერთი რისი თქმაც იცის როცა ყველანაირ მოლოდინს გადავაჭარბებ არის “ნუ სულელობ” ან მსგავსი რაღაცები :დ

როცა ნორმალურად ვგრძნობ თავს მაშინ სულ არ “მინდობს” ხოლმე… ყველა სიტყვაზე მეკიდება… კითხვას,რომ დავუსვამ მაშIნვე “ტრაგედიად” აქცევს და მე მიბრუნებს უკან… ისე კი ვბრაზდები ასეთ დროს,მაგრამ ხშირად არ ვიმჩნევ… ხშირად კითხულობს ბლოგებს და საკმაოდ კრიტიკულია(სამართლიანად სხვათაშორის).სულ ვცდილობ,რომ ჩემი დეგენერატობები წავაკითხო… ის ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალიდან ვისი აზრიც მაინტერესებს ჩემ “პოსტებთან” დაკავშირებით…  თანაც კარგი რჩევების მოცემა იცის და ამიტომაც მიყვარს მისი შეფასებების მოსმენა,თუნდაც ძალიან მწარე და ცინიკური იყოს 🙂

ისე შეიძლება ეს პოსტი წაიკითხოს და სულაც ვერ გააიგივოს თავის თავთან ეს პერსონაჟი…  დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ და ამიტომ შეიძლება მცდარი  შეხედულება მაქვს მის მიმართ,მაგრამ არაუშავს… მე უბრალოდ ასე ვხედავ მორჩა და გათავდა… არ დავიწყებ საიდან და როგორ გავიცანი და ა.შ. სულაც არ ვაპირებდი ახლა ამ პოსტში მის შესახებ რამის დაწერას,მაგრამ უცებ ასე მომინდა, წერის დროს…  შეიძლება გაბრაზდეს კიდეც ამდენ სისულელეს რომ ვწერ ახლა,მაგრამ იმედია ძალიან არ  განაწყენდება… ან იქნებ საერთოდაც არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს,მაგრამ მე მაინც თავს ვიზღვევ :დ წინასწარ უკვე ვიცი,რომ ამ პოსტს ყველაზე ცუდ პოსტად მომინათლავს :დ მაგრამ არაუშავს… ჩვენ ხომ ვწერთ იმას რაც გვინდა რასაც ვფიქრობთ და მხოლოდ ჩვენ ჭიას ვახარებთ 🙂

უჰ რა დრო გასულა,თავზე დამათენდა… იმედია “ბლოღი” გაუძლებს ამ სისულელეებს და არა მარტო… :დ:დ

good luck :*