CO(LD)OL :)

    მცივა.

არა ახლა რამე წამხატვრულო ჩანახატის დაწერას არ ვაპირებ :დ მართლა ძალიან მცივა. აგიხსნით რაში იყო საქმე. მოკლედ, რა თქმა უნდა ჩემი “დალაგებულობის” ამბავი ცნობილია მკითხველისთვის 🙂 ხო და ამ “დალაგებული” აზრების წყალობით აღმოვჩნდი საღამოს ათ საათზე, მდინარეზე ლაგოდეხის ნაკრძალში. მოგეხსენებათ მთის მდინარე პაპანაქება სიცხეშიც კი საკმაოდ ცივია, მე კი იმ იმედით ავედი, რომ საღამოს შედარებით თბილი დამხვდებოდა. მაგრამ, ნურას უკაცრავად(ვერ მოგართვით :მიშა: :დ), დედაბუნებამ სასტიკად გამწირა, დამჩაგრა და დამცინა 😀  სიბნელის გამო ვერაფერს ვარჩევდი ტყეში. თავიდან ჩემ მეგობარს შეეშინდა, მაგრამ მოგვიანებით უკუ აგდო თავისი ადამიანური სისუსტეები და გმირულად გამომყვა უკან.როგორც იქნა მივაღწიეთ მდინარეს.წყალი იყო საოცრად ცივი, გაყინული.აი სიტყვებით ვერ ავხსნი ისეთი. თავიდან, ჩვენი ერთი ხმამაღალი შეკივლებისა, მალე შევეჩვიეთ წყალს და სასიამოვნოც კი გახდა.ასე კარგად არასდროს მიჭყუმპალავია,მართლაც რაღაც ძალიან კარგი იყო. აი რუსები რომ იტყვიან საოცარი

ზუსტად ამ ადგილას არ მიბანავია,მაგრამ ისიც ასეთია რა 🙂

მზერით “კრუუუტა”-ო ისე დამემართა… ძალიან მაგარი იყო… საოცრება… ხო სულ დამავიწყდა ბითლზის მთელი ფლეილისტი ვიმღერეთ ბოლო ხმაზე… თან ჩემი დაქალი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს ვინმე არ დაგვადგეს ამხელა ხმაზე,რომ ვჯღნავითო :დ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს სიამოვნება 🙂 ბოლოს როგორც იქნა მივხვდით, რომ სხეულის ვერცერთ ნაწილს ვგრძნობდით და უკან დაბრუნება ვარჩიეთ… მეგობარი საკმაოდ ახლოს ცხოვრობს ტყესთან და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა სველი წამოტანტალება (არაფერი წაგვიღია პირსახოცის და გამოსაცვლელის მსგავსი :დ ტანსაცმლის შიგნით საცურაო კოსწწწიუმები გვეცვა და მერე პირდაპირ კაბები ჩამოვიკვეხეთ :დ).მე კი თითქმის მთელი “ქალაქის” გადაჭრა დამჭირდა სახლში მისაღწევად. ხალხის რეაქციას ჩემ გაწუწულ ტანსაცმელზე და თმაზე აღარ აღვწერ :დ ახლა კი როგორც იქნა მოვაღწიე სახლში, დაღლილი, ცოტა შეციებული (სასიამოვნოდ), ცხელი, ქაფქაფა ყავის ჭიქით ხელში ვწერ ამ უაზრო პოსტს და გიზიარებთ  უაზრო განცდებს.

პ.ს. სიყვარულით და ზაფხულის სასიამოვნოდ გატარების იმედით აღვსილი თქვენი Butterfly 🙂

Advertisements

მარტი

  მარტი მინდა.

ახლა ყველაზე მეტად მინდა იყოს მარტი.მას უყვარდა… მე ისევ იქ ვარ, იმ რამოდენიმე წლის წინ მომხდარ ამბავთან.არ ამომდის თავიდან.ზუსტად ისე მტკივა როგორც მაშინ,ზუსტად ისე მეწერინება, როგორც მაშინ.ზუსტად ისე მიძნელდება იქ ჩასვლა, როგორც მაშინ, იმ ამბიდან პირველად რომ მიწევდა…

და მოვიდა ეს ჩემი მარტიც… მეგონა რამე შეიცვლებოდა, მაგრამ არაფერი… ასე ველოდები ყოველ წელს,მაგრამ ისევ არაფერი… და მე მაინც ველოდები ღიმილით, ღიღინით… ტკივილით. არა და მარტი უნდა მძულდეს წესით. ყველაზე მარტო, საშინლად და გაუბედურებულად ამ დროს ვგრძნობ თავს (მგონი მაზოხისტი ვარ და ვერ ვხვდები:დ). ამბობენ არ არსებობს ბედნიერი ხელოვანიო.ნამდვილად არ ვარ ხელოვანი, მაგრამ არც ბედნიერი ვარ… ხო აი ასე უბრალოდ გადაჭრით, ვგრძნობ რომ არ არის ეს ბედნიერება, სადღაც სხვაგან და შორსაა… ვიღაცასთან არის ჩემი წილი  და არც ფიქრობს პატრონთან დაბრუნებას. ვერ ვხვდები უბრალოდ რატომ დავკარგე ამდენი საყვარელი ადამიანი ასეთ პატარა ასაკში და ასე მოკლე დროში :/ არც არავის აქვს ამაზე პასუხი და მეც ჩუმად ვარ.

 

 

 

ღვიძილი

   ის რაც ყოველთვის მაკლია.არა და არასდროსაა ზედმეტი 🙂 ახლაც იმის მაგივრად,რომ მეძინოს თბილ(თუ გრილ?!)  ფუმფულა საწოლში, ლეპტოპს ვაკვდები,თვალები ამოღამებული მაქვს,ვგრძნობ საერთო სისუსტეს,თავი მასკდება და ამის მიუხედავად მაინც არ ვიძინებ… არა ხანდახან მეძინება ხოლმე (თქვენ წარმოიდგინეთ და მართლაც ასეა :დ) თუმცა ვცდილობ არ დავიძინო.იცით რატომ???არ მინდა 40 წლის ასაკში ერთ დღესაც აღმოვაჩინო, რომ ნახევარი ცხოვრება მეძინა(თუ მეტი არა).

  არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი უაზრო და უცნაური აკვიატება,მაგრამ ასე მგონია რამდენ წუთსაც მძინავს იმდენ საინტერესო რამეს ვტოვებ ცხოვრებაში… ბევრჯერ ახალ ჩაძინებულს გიჟივით გამღვიძებია და რაიმე საინტერესო წიგნის კითხვა დამიწყია 🙂 ბევრჯერ ინტერნეტ სიახლეებში დამიწყია ქექვა რამე ახალი არ გამომეპაროსმეთქი 🙂 მაგრამ ყველაზე კარგი ალბათ გარეთ, ქუჩაში ხეტიალია, იმის გაცნობიერება,რომ ნახევარ სამყაროს მაინც სძინავს და ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.მარტო ვრჩები საკუთარ თავთან (მერე რა რომ მეორე ნახევარი ფხიზლადაა :დ), თავისუფლად შემიძლია სუნთქვა, აზროვნება… საოცარი სიამოვნებაა ფხიზლად იყო მაშინ, როდესაც სხვას სძინავს და კარგავს უმშვენიერეს წუთებს ცხოვრებისას, სიმშვიდეს…

 ასე თუ გავაგრძელე ალბათ საბოლოოდ გადავეჩვევი ძილს და მალე გადავიწვები…თუმცა არასდროს ვინანებ არცერთ თეთრად გათენებულ ღამეს (ოო დიოს მიო :დ). თუნდაც უაზრო აკვიატება იყოს, მაინც სიფხიზლე მირჩევნია(მეტს ვნახავ ცხოვრებაში:დ). 

ხო და მეგობრებო ვუთხრათ უარი ძილს 🙂

sit on the lemon tree

გამოცდების დამთავრების შემდეგ ასე ორი დღე ვისიამოვნე ე.წ. თავისუფლებით თუ არდადეგებით თუ რაცაა… აიიი მას შემდეგ კი ჩავეშვი უსაქმურობის და მოწყენილობის მორევში…არ ვიცი შეიძლება ბევრისთვის ეს უსაქმურობა სულაც არაა,მაგრამ ჩემთვის აშკარად არ არის საკმარისი…ასე მგონია საერთოდ ვეღარ ვაზროვნებ.არ მინდა lemon tree-ზე ყოფნა ჯდომა თუ რაცაა.მოკლედ ჩემი ერთი უსაქმური და უფერული დღე ასეთია:    დილა იწყება რვა საათზე(არა და ხუთი ექვსისკენ ვიძინებ…შემდეგ ვიღებ ლეპტოპს და რა თქმა უნდა ვხსნი ყველაფერს რაც კი გამაჩნია :დ….. არაფერი განსაკუთრებული.ფაქ ვამბობ და მოვისვრი :დ შემდეგ ვფურცლავ ალან პოს–ვკითხულობ მანამ სანამ ფილმები არ მომარაგდება საკმაო რაოდენობით… შემდეგ ნებას ვიბოძებ და ვდგები… :დ აი ფილმებიც მზადაა… და ზედმიწევნით,თვალისდაუხამხამებლად(ერთი სიტყვა?:დ) ვუყურებ 5–6 ფილმს :დ:დ:დ უკვე საღამოა,არც ისე თბილად ვიმოსები და გარეთ ფიუ–ფიტ :დ ცოტახანს დავბოდიალებ,ვხვდები ერთ–ორ მონატრებულ მეგობარს და მერე ისევ ვუბრუნდები სახლში ჩემს ლეპტოპს და ფილმებს…ვატყობ უკვე თვალები მტკივა,ვეღარ ვაზროვნებ ამდენი დრამის,ჰორორის და ათასი უწი–პუწის შემდეგ… ვატყობ რომ სულაც აღარ მსიამოვნებს უსაქმურობა და ვწყევლი იმ პოსტს გამოცდებზე რომ შევთითხნე :დ:დ:დ აღარ მინდა  რაა,აღარ მინდა  sit on the lemon tree 😀 მალე ყველაფერი შეიცვლება,ისე კაცმა როგორ უნდა ინატროს ერთი–ორი საგნის “შეტენვა”,გავერთობოდი მაინც :დ:დ:დ მოკლედ მგონი ბოლო მოეღება მალე უსაქმურობას და სიბორინგეს და მერე ნახეთ თქვენ ჩემი წუწუნი სამეცადინოს რაოდენობასთან დაკავშირებით… მაგრამ ლიმ(ო)ნის ხე მაინც აღარ მომიშლის ნერვებს :დ

ამას მე ვჯღნავი :დ აი რა იცის კიდევ უსაქმურობამ,უაზრო ფეიჯების შექმნის არ იყოს :დ

ბატონი X

6 საათზე გამეღვიძა.. ისევ თოვდა…

რატომ არ ვიცი,მაგრამ შეშინებული ვიყავი…ხელები ისე მიკანკალებდა რამოდენიმე საათი ვერ დავწყნარდი…
არ ვიცი რა მოხდა. არა და არაფერი მომხდარა ამ დღეებში,არც სიზმრად მინახავს რამე კოშმარი.
მაშინვე მეგობარს მივწერე… სულ მაწყნარებს ასეთ დროს(რამოდენიმეჯერ დამემართა).
ექიმთან მისვლაც მირჩია,მაგრამ როგორც ყოველთვის მე არ დავუჯერე.
ახლა უკვე კარგად ვარ(ნუ იმდენად კარგად რომ პოსტი მაინც დავწერო).

ამ ბოლო დროს აშკარად გაუარესდა ჩემი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური მდგომარეობა.
არა და არ მჯეროდა როცა გიჟს მეძახდნენ :დ შესაბამისად წუწუნმაც იმატა… 
ზემოთ უკვე ხსენებული მეგობარი ათასჯერ მაინც შევაწუხე შუაღამისას…ის კი ყოველთვის მოთმინებით მისმენს ასეთ დროს. ხშირად ისეთ დებილობებს ვეჩრუტუნები,რომ აქამდე მის ადგილას ათასჯერ მაინც ამოვშლიდი ჩემს მსგავს ნაცნობს ცხოვრებიდან :დ : ) არასდროს ბრაზდება… ერთადერთი რისი თქმაც იცის როცა ყველანაირ მოლოდინს გადავაჭარბებ არის “ნუ სულელობ” ან მსგავსი რაღაცები :დ

როცა ნორმალურად ვგრძნობ თავს მაშინ სულ არ “მინდობს” ხოლმე… ყველა სიტყვაზე მეკიდება… კითხვას,რომ დავუსვამ მაშIნვე “ტრაგედიად” აქცევს და მე მიბრუნებს უკან… ისე კი ვბრაზდები ასეთ დროს,მაგრამ ხშირად არ ვიმჩნევ… ხშირად კითხულობს ბლოგებს და საკმაოდ კრიტიკულია(სამართლიანად სხვათაშორის).სულ ვცდილობ,რომ ჩემი დეგენერატობები წავაკითხო… ის ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალიდან ვისი აზრიც მაინტერესებს ჩემ “პოსტებთან” დაკავშირებით…  თანაც კარგი რჩევების მოცემა იცის და ამიტომაც მიყვარს მისი შეფასებების მოსმენა,თუნდაც ძალიან მწარე და ცინიკური იყოს 🙂

ისე შეიძლება ეს პოსტი წაიკითხოს და სულაც ვერ გააიგივოს თავის თავთან ეს პერსონაჟი…  დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ და ამიტომ შეიძლება მცდარი  შეხედულება მაქვს მის მიმართ,მაგრამ არაუშავს… მე უბრალოდ ასე ვხედავ მორჩა და გათავდა… არ დავიწყებ საიდან და როგორ გავიცანი და ა.შ. სულაც არ ვაპირებდი ახლა ამ პოსტში მის შესახებ რამის დაწერას,მაგრამ უცებ ასე მომინდა, წერის დროს…  შეიძლება გაბრაზდეს კიდეც ამდენ სისულელეს რომ ვწერ ახლა,მაგრამ იმედია ძალიან არ  განაწყენდება… ან იქნებ საერთოდაც არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს,მაგრამ მე მაინც თავს ვიზღვევ :დ წინასწარ უკვე ვიცი,რომ ამ პოსტს ყველაზე ცუდ პოსტად მომინათლავს :დ მაგრამ არაუშავს… ჩვენ ხომ ვწერთ იმას რაც გვინდა რასაც ვფიქრობთ და მხოლოდ ჩვენ ჭიას ვახარებთ 🙂

უჰ რა დრო გასულა,თავზე დამათენდა… იმედია “ბლოღი” გაუძლებს ამ სისულელეებს და არა მარტო… :დ:დ

good luck :* 

სიკვდილმისჯილი

– იცი რას ამბობენ??

– …

-თუ ცოდვებს მთელი გულით მოინანიებ,სიკვდილის შემდეგ იმ დროში ბრუნდები,როდესაც ყველაზე ბედნიერი იყავიო…

-ალბათ ესაა სამოთხე…

-მინდა,რომ მჯეროდეს !

-იცი,როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? მაშინ 19 წლის ვიყავი… ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და თაფლობის თვეს მთაში ვატარებდით… მახსოვს ერთხელ გარეთ,კოცონთან ჩაეძინა… ცეცხლის ალი უნათებდა ნახევრადმოშიშვლებულ მკერდს… მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ვუყურებდი და ვტკბებოდი… მაგრამ, იცი ბედნიერება მართლაც ხანმოკლე ყოფილა… არ ვიცი,რატომ,რა დაუშავა ჩემმა სიფრიფანამ იმ ცხოველს,სასიკვდილოდ რომ გაწირა… იმ მომენტს ვერ ვივიწყებ,სახლში მისულს მისი ნაზი,ქათქათა სხეული სისხლში ამოსვრილი,რომ დამხვდა… იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება,ასე,რომ თქვენი ელექრო სკამით მე ვერ შემაშინებთ… არასდროს ვინანებ…

-ჩვენ არც ვცდილობთ შენს შეშინებას,სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანა და მე მაინც,რომ არ მინდოდეს ეს უნდა შევასრულო…

-მესმის,მესმის… ახსნა საჭირო არაა

საკნის კარის ჭრიალი, მძიმე და გახშირებული სუნთქვა… ბრბოს გაფართოებული თვალები,რომლებიც სანახაობის მოლოდინში დაღლილან… აგვისტო,დუღს დღე… ხრახნების საზარელი ხმა… მჭიდროდ დამაგრებული სველი ღრუბელი გადახოტრილ თავზე… შიში,არა სიკვდილმისჯილისა. ახლა ყველაზე მგრძნობიარეა,სათითაო ოფლის წვეთს გრძნობს,რომელიც ცივად გორდება მისი შუბლიდან… ბოლო სურვილი არ აქვს…

– იცი?ბედნიერი ვარ !

ძაბვა იმატებს…

მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

ლეპტოპი გამიფუჭდა.შესაბამისად დიდი ხანია არაფერი დამიწერია.მგონი უკვე ერთი თვეა.თითქოს გადავეჩვიე კიდეც,თითქოს კი არა ნამდვილად.არა და იმდენი მქონდა მოსაყოლი…  პრინციპში ახლაც მაქვს,მაგრამ ერთ პოსტში ნამდვილად ვერ გადმოვცემ და ახლა მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები :დ მომენატრეთ…მართლა,მართლა… წესით ახლა აკადემიურის დავალებას უნდა ვწერდე. როგორ მომენატრა ჩემი ბლოღი :დ აი მივხვდი რომ თურმე მართლა მყვარებია :დ ჩემი ბლოგი სამი თვის გახდა და ნორმალურადაც ვერ გადავუხადე დაბიდუბი :დ

ვრცლად