წყეული, ჩაუფიქრებელი სურვილი

     გარეცხეთ ვინმემ ჩემი გონება ფიქრებისგან.
ამოქოლეთ კარი, აი ის, უმისობას რომ გავუღე (მგონი სიმღერიდანაა).მოიყვანეთ შემოდგომა, მხოლოდ მასთან ერთად, ცარიელი არ მინდა. დაწვით ნივთები, არც ისინი ვარგა უმისოდ(ჩემსავით). არ მინდა ვუყურო თოვას მის გარეშე, არც ჩაის დალევა მინდა მარტო, არ მინდა ახალი წლის სუფრასთან მხოლოდ სამნი ვისხდეთ. არ მინდა მზე, მთვარე, კიდევ მილიონობით ვარსკვლავი და გალაქტიკა იყოს ის, მინდა რეალურად ვხედავდე, ვეხებოდე, მისი ხმა მესმოდეს და ძველებურად მე ვუწესრიგებდე ფრჩხილებს.
მუდამ იმ მატარებლის მოლოდინში ვიქნები, რომელიც მასთან მიმიყვანს (აი ესეც სადღაც გაგონილი ფრაზაა მგონი). სულ მოვიშალე, სხეულიც ლიანდაგში ჩაწოლას ლამობს. ფურცელსაც ვეღარ ვუზიარებ გრძნობებს, ფიქრებს.
მერამდენედ ვფიქრობ ამ ტკივილის კარიც გამოვხურო. (იმდენი კარი გაჩნდა, რომ სათვალავიც ამერია და მგონი ტავტოლოგიაც გაიპარა ჩანახატში). წყეული სიმღერები რომ არა, არასდროს მომივიდოდა ასეთი წინადადებები თავში აზრად.
დაბადების დღეს ან ახალ წელს, რომ სურვილებს იფიქრებენ, მგონი არასდროს ჩამიფიქრებია ჩემი და ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა, ზედმეტად ახალგაზრდები მეგონა ვიყავით და არ იყო საჭირო იმის ჩაფიქრება რაც ისედაც გვქონდა. ამაში, რომ ვცდებოდი ფაქტია, არა და უკან რომ დროის დაბრუნება შემეძლოს.
უკან, რომ შემეძლოს… რამდენ გამწარებულ ადამიანს უთქვამს ასე, მეც მათ რიცხვში ვარ ალბათ. არ დავიწყებ იმის მტკიცებას ვის მეტად უჭირს და ტკივა, მე თუ სხვას. უაზრობაა…
ის ვიცი, რომ ჩემი ყოველდღიურობა, არშემდგარი ბედნიერება და დაუსრულებელი მელოდიაა. მხოლოდ ჩემი “ერო” , მე კი მისი “თათო”…
სხვა რა გითხრათ, ვცდილობთ “კარგად” ვიყოთ, ვცდილობთ…

feeling

– რა არის ტკივილი?

– ნამდვილი თუ ჩვენ, რომ ვიგონებთ?

– შეიძლება ტკივილის გამოგონება?

– სწორედაც რომ. უაზროდ ვფლანგავთ დროს ფუჭ ფიქრებში, სურვილებში, მონატრებაში და მერე ვწუწუნებთ, რომ ვითომდა გვტკივა. არ გვესმის, რომ უნდა ვიმოძრაოთ, ცხრა მთას იქითაც უნდა წავიდეთ თუ საჭიროა, თუ მართლა გვენატრება და გვტკივა. არ არსებობს ფაქტორი რომელიც გაგვაჩერებს და თუ არის ესეიგი საკმარისად არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ გვტკივა. ეს ყველაფერია სწორედ გამოგონილი, შეთხზული და ჩვენ მიერ შეთითხნილი… გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი და ისიც ხშირად მარცხდება როცა ნამდვილები ვართ.

– ნამდვილს რაღაა?

– ყველასთვის სხვადასხვა

– შენთვის?

– როცა პირველად გამიქრა გონებაში მელოდია, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი იყო, როცა გამიჭირდა ტირილი, ძილი, ჭამა. გავბრაზდი სამყაროზე (ალბათ ბევრი ისე უმიზეზოდაც ასეა, მაგრამ მე არ მახასიათებს) და პირველად ვთქვი სიტყვა “ზიზღი”, როცა ვიგრძენი პულსი ლავიწთან, როცა გინდა, რომ უგუნებობა ვერ შეგამჩნიონ და არა პირიქით. როცა გაღიზიანებს სხვების სიბრალულით სავსე თვალები შენს დანახვაზე. ეს არის ჩემთვის ნამდვილი, ამას ვერ გამოიგონებ… მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ტკივილი და არ შეიძლება ეს ყველაფერი ფარსი იყოს.

სხვა შემთხვევაში თუ გრძნობა არა, მაშინ რაღა დარჩება ნამდვილი და მარადიული?!

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !

Spirited Away

     ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ვრცლად

უკაცრავად,თქვენ ბავშვობა გჭირთ ანუ sweet childhood

თოვს.

ძლიერი ყინვა მაშინვე აწებებს თოვლის ჩამოცვენილ ფანტელებს ერთმანეთს… ჩემთვის უაზროდ მივაბოტებ ქუჩაში.ქურთუკი გახსნილი მაქვს,თმა–აწეწილი,მაგრამ არ მაინტერესებს… ვგრძნობ, როგორ მაკვირდებიან ქუჩაში (ყინვის გამო შეცოტავებული) ადამიანები,არც ეს მაინტერესებს… და საერთოდ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა(ფერი) მაინტერესებს…  ამ დროს ყველაზე მშვიდი ვარ… ხასიათის შესაბამისი მუსიკა ბოლო ხმაზე გუგუნებს ყურებში და ვერც კი ვხვდები როგორ მიახლოვდება ნაცნობი სილუეტი წარსულიდან… მიღიმის,მეც დაბნეული ღიმილითვე ვპასუხობ და რამოდენიმე წუთის შემდეგ ვხვდები ვინც არის 🙂 ვრცლად

დაგვიანებული მოლოცვა თქვენ, Butterfly-სგან

           რამოდენიმე დღე ისე მოვწყდი ბლოგს,რომ არც კი გამხსენებია რამე საახალწლო პოსტი დამეწერა…  საერთოდ რატომღაც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ახალ წელს(მე რას არ ვუყურებ ნეტა სკეპტიკურად :დ),მაგრამ იმდენი “ათასი     წლის”   უნახავი საყვარელი ადამიანი დამიბრუნა ამ დღესასწაულმა,რომ შემიყვარდა…  ახლა, ვაკვირდები საკუთარს თავს და ვხვდები თურმე როგორ მიჭირს გრძნობების გამოხატვა(ხო,ხო გაგიკვირდებათ და მართლა მიჭირს)…

ვერასდოს გადავცემდი  სითბოს და სიყვარულს იმ ადამიანებს,რომლებიც მართლა მიყვარს…

საყვარელი ადამიანის მხარზე ჩაძინებულს მეღვიძება და ვხვდები მართლაც რა ბედნიერი ვარ,რა მშვენიერია  ცხოვრება  და ცხოვრებაში პირველად არ ვთვლი,რომ ეს ფრაზა ვიღაცის შეთითხნილი იდიოტობაა…

ცხოვრებაში პირველად მინდა კარგად ვწერდე,ისე კარგად,რომ ამ სითბოს მოტანა თქვენამდე შევძლო…

მჯერა იმის,რომ ყველანაირი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი… დღეიდან ახალი წლის ჯადოსნურობის მჯერა…  ახლა ვეღარ ვაგრძელებ წერას,ჩემთან ღრიანცელი ისევ გრძელდება ხო და ამ მოკლე პოსტით შემოვიფარგლები…

 

პ.ს.

            გილოცავთ …    მიყვარხართ !!

 

ჩემი ბოლო დღე o_O

  შუა ღამეა,ძილის დროა,ადრე ვარ ასადგომი…უპს ვერ ვიძინებ… 5 საათს (დილის) დაველოდები … ამ დროს მიყვარს გარეთ გასვლა…თან ვიცი ეს ბოლოა… როგორ მტკივა – უზომოდ,უსაზღვროდ (პრინციპში ტკივილს არც აქვს ალბათ საზღვრები,ან გტკივა ან არა ,შუალედური ფორმები არ არსებობს) ჰო და სანამ ირიჟრაჯებს…სანამ მზის პირველი სხივი უემოციო,დაღლილ და ცხოვრება მობეზრებულ თვალებში შემომიჭყუტუნებს ავდგები და გარეთ გავალ…ჰომ გავალ და არაფერი… უაზროდ,უმიზნოდ ვივლი,ვიბოდიალებ ბევრს,რადგან ვიცი ამის შანსი შეიძლება აღარასდროს მომეცეს… არა არა სულაც არ ვატრაგედიავებ,უბრალოდ სხვა ქალაქში გადავდივარ მეტი არაფერი,მაგრამ… ოხ როგორ ვერ ვიტან ამ ”მაგრამს”… ჰო ვიცი ისევ ჩამოვალ თანაც ძალიან მალე,ერთი განსხვავებით მხოლოდ,ჩემივე ქალაქში სტუმრად ვიგრძნობ თავს.ვიცი თითოეული ჩამოსვლა მეტკინება(წასვლაზე,რომ აღარაფერი ვთქვა)… არა და  იცით რა ლამაზია აქ შემოდგომა?… რა სურნელი ტრიალებს ჰაერში ?(შეიძლება სხვაგანაც,მაგრამ მშობლიური მაინც სხვაა) სუსხი ზამთარი და მუხლამდე თოვლი… ცხოვრებაში პირველად ჩემ(ს) ცხოვრებაში ამ ყველაფერს ვერ შევიგრძნობ ისე როგორც ადრე…ჰოომ თემას ვუხვევ მგონი…ავდგები  ხუთზე და გავბოდიალდები გარეთ… ბოლოჯერ,ჩემებურად… აღარასდროს იქნება ეს ჩემი ქალაქი…

ახლა ბავშვებს,რომ ვუყურებ რომლებსაც სკოლაში ეჩქარებათ გული ტკივილისგან მეკუმშება და თითქოს ყოველ ჯერზე სადღაც რაღაც

ეს ფოტო ყველაზე მეტად მიყვარს : )

მოგონებების ძაფი წყდება… და იღვრება მთელ სხეულში თბილად – თუნდაც მაშინ ძალიან მწარე,ახლა უკვე ტკბილი და სანატრელი აბიტურიენტობა… ნეტავ კიდევ ათასი მასწავლებელი მყავდეს ყოველ დღე და ტონა სამეცადინო,სახლში მაინც ვიქნებოდი : ( ოოოხ,ლამის გადავვარდე სადღაც სენტიმენტალიზმის და სევდის მორევში(არა და ხანდახან ესეც საჭიროა) კარგა ხანია უკვე შუა ღამეს გადაცდა და მეც მალე მომიწევს გამომშვიდობება… არა და ყველა მეკითხება: ”რა იყო საერთოდ არ განიცდი,რომ მიდიხარ?” მაი რეფლაი : ღიმილი…მოსევდიანო,მაგრამ ამას ვერც ვერავინ ამჩნევს…ალბათ ვერც ვერავინ დაიჯერებს(სულ ვიკრიჭები და მართლაც ცოტა დაუჯერებელია :დ)…არასდროს მეხერხებოდა ლამაზად საუბარი და გრძნობების გადმოცემა(შეშა ვარ სუფთა რა:დ) არა და როგორ მინდა რაღაც ნიჭიერების ნაპერწკალი მაინც მქონდეს,რომ ზუსტად ის და ისე ვთქვა რაც და როგორც მინდა

ჰოო და მომიტევეთ რომ ასე გტანჯეთ …

 

 

პ.ს. ყველა პოსტში ბოდიშს ვიხდი რა :)))