broken

thumbდაკარგა.

ასე უაზროდ და მშვიდად შეეგუა თითქოს.

მის გალურჯებულ ტუჩებს ვერ ივიწყებს. ბიჭის წამწამის “ფახუნს” ახლაც გრძნობს სველ ლოყაზე, უფრო სწორად უნდა, რომ გრძნობდეს. გოგო უბედურია, რადგან მასთან ვეღარ გრძნობს,არ ესიზმრება, არ ელანდება – ჰგონია, რომ ბოლომდე მიატოვა.

ყოველ დილას, გაღვიძებისას თავიდან კარგავს, თვალის ყოველი დახამხამების მერე უბრუნდება რეალობას, სადაც ბიჭი აღარ ჩანს. ყოველი ამოსუნთქვის მერე უფრო და უფრო უძნელდება ჩასუნთქვა, ფოტოებს ვეღარ ათვალიერებს, ბიჭის ძველ ნივთებს ვეღარ ეხება, გრძნობს, რომ ამდენი ძალა აღარ აქვს.

ამბობს, რომ ტკივილს ვერ დაარქმევს. სითბოს, თავისუფლების და კიდევ, ხილის ჩაის არომატი აქვს მისი 16 წლის 9 თვის და 1 დღის ბედნიერებას.

  პ.ს. ეს არ არის სიყვარულის ისტორია სევდიანი დასასრულით…

Advertisements

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !

My Life

ამ ფოტოთი ყველაფერი ნათქვამია :დ

აღარ მინდა ფიქრი !

   არ ვიცი როდის დავიწყე ამაზე,მაგრამ ფაქტია “მეფიქრებოდა” ქვეცნობიერად(ალბათ სიკვდილზე ფიქრის პარალელურად:დ)… სიცოცხლე  წყვდიადით მოცული “რაღაც” მგონია(ვერა და ვერ გავარკვიე რა არის ეს “რაღაც”), არ იცი, საიდან მოდის,სად მიდის, საერთოდ  სად არის თავი და ბოლო… (იმის მაგივრად რომ ახლა ავდგე ამ წყეული ლეპტოპიდან და ანატომია ვიმეცადინო,მორიგ კრეტინობას ვწერ და თან სინდისი არც კი მაწუხებს :დ  )

არ ვიცი რას და როგორ ფიქრობენ სხვები,ან საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ თემაზე,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ,რომ ადრე თუ გვიან ყველა,განურჩევლად სქესის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის,კანის ფერის და სხვა ბევრი ასეთი კრეტინული ვითომდა “განსხვავების” მიუხედავად  მაინც ფიქრობს სიცოცხლეზე,თუ სიკვდილზე… მგონია რომ ეს ორი “რაღაც” არ არსებობს ერთმანეთის გარეშე…  ერთადერთი რაც ვიცი ისაა,რომ სიკვდილი ლოგიკური დასასრულია იმისა რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით,რომელიც ასე აშინებს და თრგუნავს ადამიანს… არ მინდა რაღაც ვითომდა “ფილოსოფიური აბდაუბდა” გამომივიდეს არა და ასე გამოდის :დ

შემჭკნარ,გაყვითლებულ,ტალახიან ფოთლებს ჰგავს სიცოცხლე… აივანზე გასულს თვალს მჭრის თეთრი, ქათქათა თოვლი… დაკვირვებიხართ თუ როგორ ფარავს, ნიღბავს ამ “სიბინძურეს”  ?ალბათ ამიტომ მიყვარს ზამთარი და თოვლი ასე ძალიან.ჩვენ – “ადამიანებს” ხომ ასე ძალიან გვიყვარს,გვახარებს და გვახალისებს ეს ლამაზი ფასადები.არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის “მაღალფარდოვანი” , “ზე-ამაღლებული” გამონათქვამები თუ რაღაც “სიბრძნეები”,რომლებსაც ცხოვრებისა და საერთოდ სიცოცხლის დასახასიათებლად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ფაქტია ცხოვრება არც ისე “მშვენიერია” , არ ვიცი რამდენად გვინგრევს ცხოვრება ოცნებებს,ისე  ამას  ისე კარგად აკეთებს,რომ ესეც კი მშვენიერიაო ამბობენ<< არც ესაა ისე სარწმუნო…და საერთოდ როცა ამ “რაღაცაზე” ვფიქრობ ბევრი “არ ვიცი” მიგროვდება… ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა…

სიცოცხე საჩუქარია! ვიღაცისგან ნაჩუქარი, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმას ვფიქრობთ ვინ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი ამ ფიქრში საჩუქარიც ქრება და ვრჩებით მხოლოდ ცივ ქვაზე გამოხატული პორტრეტები !  ხო და აღარ მინდა ფიქრი !

მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

ლეპტოპი გამიფუჭდა.შესაბამისად დიდი ხანია არაფერი დამიწერია.მგონი უკვე ერთი თვეა.თითქოს გადავეჩვიე კიდეც,თითქოს კი არა ნამდვილად.არა და იმდენი მქონდა მოსაყოლი…  პრინციპში ახლაც მაქვს,მაგრამ ერთ პოსტში ნამდვილად ვერ გადმოვცემ და ახლა მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები :დ მომენატრეთ…მართლა,მართლა… წესით ახლა აკადემიურის დავალებას უნდა ვწერდე. როგორ მომენატრა ჩემი ბლოღი :დ აი მივხვდი რომ თურმე მართლა მყვარებია :დ ჩემი ბლოგი სამი თვის გახდა და ნორმალურადაც ვერ გადავუხადე დაბიდუბი :დ

ვრცლად

* * *

-გამარჯობა.  მინდა ტკივილზე გელაპარაკო.

-იცი,დავიღალე ამდენი ტკივილით,სიკვდილით,გლოვით,მთელი სამყაროს მიმართ ზიზღით…

– …

-იცი რა მჭირდება?სითბო და ღიმილი ადამიანებისგან…რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მაკლია…მაცარიელებს ”უ-ემოციობა”… შინაგანად ვიფიტები.დაჭმუჭნულ ქაღალს ვგავარ,რომელიც სანაგვეში(ზე)  მოისროლეს… ხო და იცი რას მივხვდი?! არ მინდა სანაგვეზე ამომხდეს სული,ასე ცარიელს და ”დაჭმუჭნულს”… თბილი ფერებით მინდა ამევსოს სული(თუ ეს უკანასკნელი საერთოდ არსებობს და თუ არსებობს ადვილი შესაძლებელია,რომ მე ის არ გამაჩნდეს)… მინდა ”მარადისობისგან გაწამებული სული” გათბეს,გალღვეს…ბევრი

ყვითელი მინდა…იცი როგორი ყვითელი?! ”ღუნღულა”,თბილი,შემოდგომის… აი რომ გათბობს და სიცივის შეგრძნებას რომ არ ტოვებს… აღარ მინდა  ღრუბელი,აღარც ქარიშხალი მინდა…

 

ღიმილი,ღიმილი,ღიმილი…აი რა მჭირდება(და არა მარტო მე 🙂 ) გულწრფელი… რამდენჯერ მითქვამს ღიმილით სათქმელი,მარტივად,გასაგებად,ზედმეტი სიტყვების გარეშე 🙂 მეღიმება…ჩემთვის,გიჟივით…

იმდენი საოცარი რამ ხდება ნოემბერში.მზეც ისეთი თბილია და თან სულ იღიმის,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ზამთარი ახლოვდება და სუსხიც შემოპარულა…მაინც ახერხებს და თავისი თბილ,ნარინჯისფერ სხივებს მიჭყუტუნებს…ისე მსიამოვნებს თვალსაც არ ვახამხამებ და მალე ცრემლებიც მომდის… ამაზე კი ისევ გულიანად მეცინება,ისევ ჩემთვის… და ისევ გულწრფელად : ))

ღიმილზე აი ეს ვიდეო გამახსენდა :)))

,,დამპალი” მე

– მორჩა! გადაწყდა !

– რა მოხდა?კი მაგრამ,აღარ იტყვი?რა გადაწყდა?რა მორჩა?

– აუ რამდენი ლაპარაკი გიყვარს შეჩ :დ ცოტა ხანს გააჩუმე ენა რა !

– ე კაი რა 🙂 უბრალოდ გკითხე,რა გჭირს ამ ბოლო დროს სულ აგრესიული ხარ.ხო იცი ბიჭებს არ გვიყვარს შენნაირი ,,მასტები” :დ

– უფ… :დ ხო იცი,რომ მაგრად მკიდინგ…

– აუ შენ რა ყველაფერი გკიდია.გულქვა ხარ რა.შენთან აზრი არ აქვს საუბარს.

– კაი,კაი,კაი არ გინდა ახლა შენებურები რა.დამღალე… და რა აზრი აქვს ,,გულქვა” ვიქნები, ,,გულრბილი” თუ რაღაც სხვა საშინელებები შენ რომ მეძახი ხოლმე?

-ხომ იცი,როგორ მიყვარხარ?აიი ეს აზრი აქვს.რატომ არ შეგიძლია ცოტა თბილი მაინც იყო და სულ მასე ,,სატანასავით” არ მიყურებდე?

– ოჰ…

– …

– არა და ხომ იცი მიზეზი აქვს ყველაფერს…

– კარგი რა თაა … უნდა ჩაყვე შენს მეგობრებს საფლავში?მალე ცოცხალ მკვდარს დაემსგავსები.ეს გინდა?მერე ჩვენც უნდა ვიტიროთ ხომ?რა გჭირს?მარტო შენს თავზე ფიქრობ.მთავარია შენ იყო კარგად და სულ გკიდია ,რომ მეც ძალიან განვიცდი ცუდად,რომ ხარ.სხვათაშორის მარტო მე არა…

– კარგი ჰო,ხომ იცი მართალი ხარ,მაგრამ ისიც ხომ იცი რამდენს ნიშნავდნენ ისინი ჩემთვის?

– ხო თათ ვიცი,მაგრამ შენ ხომ აქ ხარ?ჩემთან,შენს დანარჩენ მეგობრებთან.ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აღარ გვეკარები.არა და მოგვენატრე…

– ჰმ… კარგი რა…არ მინდა…მორჩა…  მერე იმის შიშით უნდა ვიცოცხლო,რომ ისევ ვინმე არ დაგკარგოთ?ეს ჩემთვის მართლა ბევრია.ხო და მირჩევნია აქ მოკვდეს ყველაფერი…

– მოიიც! სად მიდიხარ?სულ როგორ უნდა გარბოდე?

 

…   შორს ვიყავი…უკვე აღარ მესმოდა მისი ყვირილი.მივრბოდი და მართლაც სულაც არ ვფიქრობდი ვინმეზე…ღმერთო, რა ეგოისტი და კრეტინი ვარ,უკვე თავი მოვაბეზრე ყველას :/ ადამიანის სახე მაქვს დაკარგული(ისე შეიძლება არც არასდროს მქონია) არა და…სიცოცხლე მინდა…ვიცი სიკვდილს ყოველთვის მოვასწრებ !ვიცი,ვიცი,რომ მართალია,მაგრამ… ფუ,როგორ ვერ ვიტან ამ ,,მაგრამს”… მაინც არ შემიძლია,რა სუსტი ვყოფილვარ…ისეთი სუსტი,რომ საყვარელი ადამიანების სიკვდილმა სულ დამცა,არც სული მაქვს და რაც რამე მსგავსი ,,ამაღლებული”… კარგი გასაგებია,რომ მეგობრები დავკარგე,მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას ყველა მეგობარი დავიკიდო,ვატკინო გული მათ ვინც ძალიან მიყვარს და ვიცი მათაც ვუყვარვარ… თომას ნათქვამმა დამაფიქრა,ვცდილობ ისევ ისეთი ვიყო,მაგრამ არ გამომდის…ახლა იფიქრებთ თუ ამდენს ფიქრობ და ამდენი გესმის რატომ ისევ ისეთი არ გახდებიო… ჰო და ვფიქრობ მეც როგორ დავიბრუნო ძველი ,,სახე” ,არა და მიჭირს ასე…ვფიქრობ,ვფიქრობ,ვფიქრობ…ლამის თავი გამისკდეს…ვერ მიხვდით ხო რაზე ვფიქრობ?არც არაფერზე კონკრეტულად…უბრალოდ ვსწავლობ სიცოცხლეს ტკივილთან ერთად…

 

 

 

… ხო და ასე ,,დაცემული” ვზივარ ძველ სკამზე. წვიმს… უფრო და უფრო ლპება ისედაც ,,დაჩენჩხილი” სკამი… მე ისევ გაუნძრევლად ვზივარ … ჰაერში დამპალი სულის(სკამის) სუნი ტრიალებს… აქვე მოკალათებულა მარტოობა,რომელიც ასე გავიშინაურე… ლამის განდეგილობამდე მისული მარტოობა…

და მე (ისევ)  არაფერს განვიცდი…