broken

thumbდაკარგა.

ასე უაზროდ და მშვიდად შეეგუა თითქოს.

მის გალურჯებულ ტუჩებს ვერ ივიწყებს. ბიჭის წამწამის “ფახუნს” ახლაც გრძნობს სველ ლოყაზე, უფრო სწორად უნდა, რომ გრძნობდეს. გოგო უბედურია, რადგან მასთან ვეღარ გრძნობს,არ ესიზმრება, არ ელანდება – ჰგონია, რომ ბოლომდე მიატოვა.

ყოველ დილას, გაღვიძებისას თავიდან კარგავს, თვალის ყოველი დახამხამების მერე უბრუნდება რეალობას, სადაც ბიჭი აღარ ჩანს. ყოველი ამოსუნთქვის მერე უფრო და უფრო უძნელდება ჩასუნთქვა, ფოტოებს ვეღარ ათვალიერებს, ბიჭის ძველ ნივთებს ვეღარ ეხება, გრძნობს, რომ ამდენი ძალა აღარ აქვს.

ამბობს, რომ ტკივილს ვერ დაარქმევს. სითბოს, თავისუფლების და კიდევ, ხილის ჩაის არომატი აქვს მისი 16 წლის 9 თვის და 1 დღის ბედნიერებას.

  პ.ს. ეს არ არის სიყვარულის ისტორია სევდიანი დასასრულით…

ავ-თვისებიანი

   დღეს თავი გადავიხოტრე თუ გადავიპარსე,ნუ მოკლედ რაც არის…(არ მეგონა დაავადება  ასეთ დადებით შედეგებს თუ მომიტანდა,დიდი ხანია მინდოდა თავის გადაპასვა:D)

მომწონს,ლამაზი ფორმის თავი მქონია 🙂 არავისთვის მითქვამს,ალბათ ძალიან გაუკვირდებათ და არვინ მომიწონებს.თანაც ისეთ პატარა ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ ალბათ ”დარტყმულადაც” შემრაცხავენ.ქუჩაში გავდივარ… ვრცლად

ისევ მესიზმრება

თოვს…

ვგრძნობ გალუმპული ფეხები კედებში როგორ მეყინება.ქუდი არ მიხდება და არ ვატარებ, თანაც ყველგან მრჩებოდა :დ ხო და ახლა დავდივარ გაწუნკლული თმებით და საცოდავი შესახედაობის გამო ყველა მე მიყურებს :დ ნელ-ნელა ვგრძნობ ადამიანების რიცხვი როგორ იკლებს ქუჩაში და ბოლოს სულ მარტო ვრჩები…გვიან მოვედი გონს… ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც ტანსაცმელზე მექაჩებოდა. ასე სამი წლის  იქნებოდა თუ ნაკლების არა.პატარა,სიცივისგან შეწითლებული სახე ცოტა მოთხუპვნოდა.გაყინულ-გათოშილი,ლამის სილურჯეში გადასული პატარა ხელები გამომიწოდა და დახმარება მთხოვა,თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა,მერე უცებ გონს მოვედი,ჯიბეები მოვიქექე…სწრაფადვე გამშორდა,ვერც დავეწიე ისე გაძვრა სადღაც პატარა ჩიხში,რომ რამე მეკითხა(საშინლად დამაინტერესა ვისთან მიჰქონდა ფული) და რადგან არ ვიცოდი დედა ჰყავდა თუ არა მისი ”პატრონი” შემზიზღდა,ბრაზით ვივსებოდი როცა წარმოვიდგენდი,რომ სადღაც წამოკოტრიალებულ მის საქონელ ”პატრონს” სიმწრით ნაშოვნ ხურდებს როგორ ჩაუთვლიდა სათითაოდ.ის კი ხმამაღლა უღრიალებდა,რომ ეს არაფერში ეყოფოდა და უმიზეზოდ ცემდა უდანაშაულო ბავშვს… არა და აქამდეც ბევრი ბავშვი შემხვედრია ქუჩაში ხელ გამოწვდილი,მაგრამ ეს თითქოს სულ სხვა შემთხვევა იყო.დავითრგუნე,ყოველგვარი პათეტიკისა და ზე-სიტყვების გარეშე მართლაც რაღაც ჩამწყდა გულში… თითქოს მე ვიყავი ის პატარა,რომელიც სახლიდან სამათხოვროდ გამოაგდეს და მკაცრად დასჯიდნენ თუ ”ხელფასს”  სახლში არ მიიტანდა…უაზროდ დავდიოდი  და თვალებს ვაცეცებდი იქნებ სადმე დამენახა… ალბათ დიდი ხნის შემძვრალი იყოს თავის ბნელ და ცივ ”ბუნაგში”…

იმ ღამეს წამითაც არ მომიხუჭავს თვალი,გამთენიისას ჩამეძინა და იმ ბავშვის ლამაზი სახე დამესიზმრა… დიდი ხანია უკვე ყოველ ღამე ასეა… ამის შემდეგ ყოველ დილას ვიღვიძებ უცნაური შეგრძნებით და ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ თურმე(ყველაფერი ხომ შედარებითია)

ის კი ისევ მესიზმრება…

განუზღვრელობის თეორემა ანუ დამერხა :D

… განუზღვრელობის თეორემა

გაჯერებულობის კანონი

დედააფეთქებული დილა

ცხელი ყავა

სწავლა,სწავლა და სწავლა(ვითომ სიბრძნე:დ)

დასირებული სახეები ირგვლივ :დ(უმრავლესობა:დ)

არზიანის ”თეთრ-ყვითელი” მზერა

ჯილდას ბაბეტი :დ

სწერვა ხვიტია

მერე გაძეძგილი #30 სამარშუტო ტაქსი(მარშუტკა თუ რაცაა რა:დ) და ფეხზე დგომა ნახევარი საათი(ფუუუ :დ)

მერე სახლი,ჭამა,სწავლა,კომპიტაური:დ კიდევ სწავლა(ხასიათს გააჩნია:დ)

მერე ფიქრი სად წავიდე (თუ გვიანი არაა :დ)

მერე ყაყანი უბანში…

მერე ფანჯრის რაფაზე შემოჯდომა და ისევ ცხელი ყავა :დ

მერე საათის შემოწმება და ძილი(მაღვიძარა 6ზე,აბა ხო უნდა გადავიმეორო ნასწავლი გაკვეთილი :დ)

მერე ისევ დედააფეთქებული დილა და დასირებული სახეები

 

პ.ს. ცუდადაა ჩემი საქმე :დ

პ.პ.ს. პირველი უ-ფოტო პოსტი :დ

 

მშობლებს, რაღაც ,,წერილივით” ^_^

                  ეს თეგ თამაში ელიმ დაიწყო,ხოდა მეც მომეწონა და ავყევი :))მმ წინასწარ მეცოდებიან ჩემი მშობლები :დ ვრცლად

ნუ მომკლავ დედა… ანუ პროტესტი აბორტს !

მე კი დავაჩნდი შენს სხეულსა და სულს ტკივილად,დედა…ვერ მოვასწარი დაბადება,სიკვდილმა ისე გამიტაცა,ისე გადავინაცვლე წყვდიადში სინათლეც არ მინახავს და მაინც მე შენ გეძახი…დედა!!შენ რომელმაც წამართვი ადამიანის სახელი,რომელიც სხეულით მატარებდი,შემდეგ კი სიკვდილის გაყინულ ხელებზე მიმაგდე…არა და სულ არ გაწუხებდი,სულ არ გამძიმებდი.მინდა გითხრა,რომ დაბადებამდე,რომელსაც ჩემი სიკვდილი დაერქვა,უკვე მიყვარდი.                                                                                                                                                  იცი რა მახსოვს?გული შიშით რომ გიკანკალებდა და მაინც სიყვარულით ფიქრობდი ჩემზე.ვიცოდი გიჭირდა,ამიტომაც ზედმეტად არ გაწუხებდი,რომ მე შენში მეცოცხლა.მხოლოდ მაშინ მოგიხმე გამეტებით,როდესაც რკინის ხელები ჩემს სხეულს უახლოვდებოდნენ ,,დედა მიშველე“! და მხოლოდ ერთხელ ავყვირდი,როცა ისინი მარწუხებივით შემომეკრნენ-,,დედიკო ნუ მომკლავ, შემიბრალე“.შენ მაშინ გეტკინა,მე გატკინე დაუფიქრებლად,არ მინდოდა ამ ტკივილის მოყენება…მაპატიე დედა!! მეტი