გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

სტუმრად butterfly -თან

გამარჯობა გემოვნებიანო მკითხველო. როგორც ხედავ დღეს უდიდესი პატივი მერგო, მე ხომ სტუმრად butterfly-ის ბლოგზე ვიმყოფები.
დიდი ხანი ვიფიქრე რა დამეწერა, რაზე მესაუბრა და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ვწერო უბრალოდ იმაზე, რაც ამ მომენტში მომაფიქრდება.

მოდი თავსაც წარგიდგენთ. მე შემაძრწუნებლად საინტერსო ბლოგის ავტორი, გიორგი, იგივე პუშკინა გახლავართ. ხო სწორედ გამოიცანით ეს ბლოგია teennewson ….


რამოდენიმე დღის, შეიძლება ერთი თვის წინაც გავიცანი ერთი ძალიან სასიამოვნო ადამიანი. მან თავიდანვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. სხვანაირად არც შეიძლებოდა, ის ხომ ლაღი, თავისუფალი და გულწრფელია.

თავდაპირველად იგი მწერდა და მთხოვდა შემეფასებინა მისი პოსტები, მე კი გულის სიღრმეში მეცინებოდა, რადგან თავს არ ვთვლიდი იმდენად გამოცდილად, რომ სხვისი ნაწერი განმეხილა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეც მასსავით ახალბედა ვიყავი. მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო – ის ხომ მართლაც არაჩვეულებრივად წერს, ამაში თქვენც დამეთანხმებით.

ძნელია ილაპარაკო ასეთ თემაზე, მითუმეტეს, როდესაც ადამიანს პირადად არ იცნობ, მაგრამ საკმარისია წაიკითხო მისი თითოეული პოსტი და უმალვე მიხვდები ვისთან გაქვს საქმე.

შენ მკითხველო გეტყვი თუ აქამდე არ იცოდი, რომ პოსტები ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავენ თავიაანთი ავტორებისა. ისინი ერთგავრ სარკეს წარმოადგენენ, სადაც აირეკლება ყოველი აზრი თუ თვისება ბლოგერისა. ჩვენ ხომ საერთოდ ზედმეტად გულახდილი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნებით, ვწერთ ყველაფერზე, მიუხედავად იმისა ვიცით თუ არა რაიმე იმ მოვლენისა, რომელსაც პოსტში ვეხებით.

არ გეგონოს ადვილია წერო სისტემატიურად და თანაც ისე, რომ ეცადო ყველას თავი მოაწონო შენი აზრებით, ეს ხომ ზოგჯერ შეუძლებელიცააა, რადგან წერო ნიშნავს, იყო მუდამ ამის განწყობაზე და არ გღალატობდეს მუზა, რომელიც წერის მომენტში შენს გვერდზე უნდა იყოს თბილად მოკალათებული.
ძნელია იყო რჩეული ამდენ რბოში, უფრო ძნელია წერო განსხვავებულად, მაშინ როდესაც ხვდები, რომ შენი მუზა თბილათაა მოკალათებული, მაგრამ არა შენს გვერდით.
ახლა სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფები, მაგრამ ….

ეს ხომ ჩემი პირველი გესთ-პოსტია, მე კი ვიცი, რომ ჩემი მუზა ყოველთვის მორცხვობს, როდესაც საქმე ასეთ კარგ არსებას თამთას ეხება.

პატივისცემით პუშკინა….  teen news about all