სიკვდილმისჯილი

– იცი რას ამბობენ??

– …

-თუ ცოდვებს მთელი გულით მოინანიებ,სიკვდილის შემდეგ იმ დროში ბრუნდები,როდესაც ყველაზე ბედნიერი იყავიო…

-ალბათ ესაა სამოთხე…

-მინდა,რომ მჯეროდეს !

-იცი,როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? მაშინ 19 წლის ვიყავი… ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და თაფლობის თვეს მთაში ვატარებდით… მახსოვს ერთხელ გარეთ,კოცონთან ჩაეძინა… ცეცხლის ალი უნათებდა ნახევრადმოშიშვლებულ მკერდს… მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ვუყურებდი და ვტკბებოდი… მაგრამ, იცი ბედნიერება მართლაც ხანმოკლე ყოფილა… არ ვიცი,რატომ,რა დაუშავა ჩემმა სიფრიფანამ იმ ცხოველს,სასიკვდილოდ რომ გაწირა… იმ მომენტს ვერ ვივიწყებ,სახლში მისულს მისი ნაზი,ქათქათა სხეული სისხლში ამოსვრილი,რომ დამხვდა… იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება,ასე,რომ თქვენი ელექრო სკამით მე ვერ შემაშინებთ… არასდროს ვინანებ…

-ჩვენ არც ვცდილობთ შენს შეშინებას,სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანა და მე მაინც,რომ არ მინდოდეს ეს უნდა შევასრულო…

-მესმის,მესმის… ახსნა საჭირო არაა

საკნის კარის ჭრიალი, მძიმე და გახშირებული სუნთქვა… ბრბოს გაფართოებული თვალები,რომლებიც სანახაობის მოლოდინში დაღლილან… აგვისტო,დუღს დღე… ხრახნების საზარელი ხმა… მჭიდროდ დამაგრებული სველი ღრუბელი გადახოტრილ თავზე… შიში,არა სიკვდილმისჯილისა. ახლა ყველაზე მგრძნობიარეა,სათითაო ოფლის წვეთს გრძნობს,რომელიც ცივად გორდება მისი შუბლიდან… ბოლო სურვილი არ აქვს…

– იცი?ბედნიერი ვარ !

ძაბვა იმატებს…