ბნელა

მეგონა ეს პოსტი აქტუალობადაკარგული იყო, რადგან ასე თუ ისე თითქოს ქვეყანაში ვითარება გამოსწორდა, თითქოს…

17-მა  მაისმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა. მინდა კორექტული ვიყო და არ დავემსგავსო იმ ნაცრისფერ გაცხოველებულ მასას ძალა რომ ერჩის, მამაოს ქადაგებით სიძულვილს და ძალადობას, რომ თესენ. 20 წუთიან მდუმარე ფლეშმობს ამდენი გაცხოველებული ადამიანი დასხმოდა თავს პირველად ვნახე.

ბევრს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ რამოდენიმე “მსუბუქი” სქრინი : ვრცლად

არ ვარ ბატონო გიჟი!

      მოკლედ გადავწყვიტე ამ პოსტით ვუპასუხო იმ ადამიანების მცდარ მოსაზრებას, რომელთაც სერიოზულად გიჟი ვგონივარ 🙂  არ ვიცი რას თვლიან ისინი სიგიჟედ, მაგრამ ექსცენტრულს და ისეთს რაც ვინმეს არ გაუკეთებია არაფერს ვაკეთებ.მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხანდახან ჭკვიანური და ხანდახან სულელური აზრებით მაქვს თავი გამოტენილი.მიყვარს ყავა, ჩაი და ფიქრი წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარასთან.არამგონია ეს სიგიჟე იყოს.

მერე რა მოხდა,რომ სულაც არ მინდა მანქანა და მინდა ერთი კარგი სპორტული მოტოციკლი? ახლა არ თქვათ ეს სიგიჟეაო 🙂

არც ისაა სიგიჟე, მარტო სეირნობა, რომ მიყვარს ადამიანებისთვის “უდროო დროს”…

ვრცლად

ერთადერთი ქვეყანა, სადაც…

საქართველო :

 

  •  ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორპორატიული ტარიფები სამომხმარებლოზე მაღალია.
  • ერთადერთი ქვეყანა, სადაც გზებს “კერავენ”.
  • ევროპის ქვეყნებიდან  ერთადერთია, რომელსაც 26 ათასამდე პატიმარი ჰყავს. ხოლო ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის უფლება არ აქვთ.
  • ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თავისი მკურნალობის ხარჯების 80% თავად პაციენტი ფარავს.
  •  არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ასხვისებს მიწას.
  • არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა.
  • ერთადერთი ქვეყანაა სადაც “სიტყვის თავისუფლებაა”, უბრალოდ თუ ხელისუფლების რომელიმე ქმედებაზე განსხვავებული აზრი გაქვს და ეს “ზევით” ვინმეს ყურამდე მივიდა მოსალოდნელია სტუდენტის სტატუსის შეჩერება, სამსახურიდან გათავისუფლება და მისთანანი.
  • ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჰომოფობიასთან ბრძოლის  საერთაშორისო დღე გეი აღლუმად გამოაცხადეს.
  • არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც 90 % უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული (არა ერთი:დ) და აქედან მხოლოდ ნახევარმა თუ იცის წილადის შეკვეცა.
  • ერთადერთია სადაც როკი სატანისტურ მიმდინარეობად ითვლება, ერთადერთია სადაც ემო , გოთი , პანკი და ა.შ ყველა სატანისტი და ეშმაკის მოციქულია (ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიბუგებიან კახპები მაგენი :დ)
  • ერთადერთი ქვეყანაა სადაც საქალწულე აპკი უფრო ფასობს ვიდრე ადამიანის ბუნება და დადებითი მხარე(სხვისი ნახმარის რა მის ფეხებად უნდა აბა).
  • ერთადერთი ქვეყანაა სადაც  ცოლთან პრეზერვატივის გამოყენება სირცხვილია, “ტეხავს”

 

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უბრალოდ ახლა მხოლოდ რამოდენიმე პუნქტით შემოვიფარგლე…                                                 და ბოლოს….                  

მე რომ ბიჭი ვიყო : ))

               მე რომ ბიჭი ვიყო :

  •  ვიქნებოდი მეორე შვილო ოჯახში,რადგან პირველი აუცილებლად გოგო შეეძინებოდათ(ვიცი ეს მე:დ)

  • აუცილებლად ვიყიდდი 16 წლის ასაკში მოტოციკლს(და არ ვიოცნებებდი მანქანაზე-არც არასდროს ვიყიდდი ) ვრცლად

ფურთხის ღირსი ხარ შენ… !

     აღარ გვინდა ეს დებილი სერიალები! (ეს ისე უბრალოდ) პოსტი არ ეძღვნება სერიალებს. უბრალოდ მოწოდებაა,რომ ჩვენ ადამიანებმა კარგად გავახილოთ თვალები და რეალურად შევაფასოთ ყველაფერი… ჩვენ – უნდა მოვიქცეთ ისე,რომ დავიმსახუროთ ადამიანის სტატუსის ტარება.და ეს მხოლოდ სტატუსი არაა.არაფერია იმაზე მტკივნეული როცა ხედავ რა მძიმე სიტუაციაა შენს ირგვლივ.გული გტკივა,მაგრამ აკეთებ რამეს მის გამოსასწორებლად?ახლა არ თქვა, მე მარტო რას გავაკეთებო.არა და ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგიძლია ვრცლად