ნარინჯისფერი

ოქტომბერი იწურება.ცხრა საათზე უკვე ღამეა. ქუჩაზე გადასასვლელ ხიდზე ვზივარ წვიმისგან ჩამონადგურებულ-ჩამოთოვილი და რაღაცებს უაზროდ ვწერ ფურცელზე, ხანაც გიჟებივით მოძრავ მანქანებს გავხედავ “ყოველი შემთხვევისთვის” და ნისლში გახვეულ შენობებზე თვალი მიშტერდება.სველი თმიდან წვეთები შუბლზე ინაცვლებს,შემდეგ ცხვირს მიუყვება და ფურცელს მისველებს.გული ისეთი აჩქარებული მაქვს სადაცაა შემომეფლითება მგონი.უცნაური ემოცია მადნება სხეულზე, აი სულ ახალი, არასდროს, რომ  მიგრძვნია ისეთი.ხანდახან ვცდილობ თავი დავაღწიო, ხანდახან პირიქით, გავიყურსები და ყურს ვუგდებ ხოლმე. ვეღარ გავიგე მსიამოვნებს თუ არა. თან ჰო და თან არა… მექანიზმგაფუჭებულ დაჟანგ(ებ)ულ საათს ვგავარ, წამების ისარი რვიანთან,რომ იჭედება და თავს ვეღარ აღწევს. ავირიე დროში, განზომილებაში… ათასი გრძნობა ირევა ერთდროულად.რაღაც სიღრმეში მტკივა,მიხარია,მწყინს,მენატრება,მიყვარს… ერთდროულად ყველა გრძნობა იღვიძებს მისი დანახვისას.სენტიმენტალური,რომანტიკული და  ასეთი რაღაცები არასდროს მჭირდა, არც ახლა მჭირს, უბრალოდ რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ათასი ფინჯანი ყავა დამელიოს და გული მიფრიალებდეს,ხანდახან მეჭმუჭნებოდეს, აი ისე რაღაც ქაღალდს, რომ მოვკუჭავთ ხოლმე.იმაზე მეცინება, თუ მეტირება ჯერ ვერ გავარკვიე, ვერაფერს,რომ ვერ გრძნობს,ხეპრე და ინფანტილური რომაა და ისევ ის ძველი, რომ უყვარს(ისიც ვერ გაურკვევია ისევ უყვარს თუ აღარ).კითხვაზე,თუ რა ფერი და სუნი აქვს ბედნიერებას გაოცებულ სახეს,რომ იღებს და უაზრობას უწოდებს.ამბობს,სიყვარულის გარეშე ბედნიერად ვარო,ამ სიტყვებზე ამაკანკალებს ხოლმე და კიდევ ბევრი ყავა მემატება გულზე,ძალიან ბევრი. აღარ მინდა მისი დანახვა, არა ზიზღი და ბრაზი კი არა, უბრალოდ აღარ მინდა ის უცნაური შეგრძნებები, დავიღალე. არა და ამ დროს გონებაში მიტივტივებს ფრაზა,რაღაც უაზროდ ამოჩემებული : “მომბეზრდა ჩემი სიმარტოვის ნოტები და ერთუგელბა მომენატრა… როგორც არასდროს”.არა და სიცივის და შემოდგომის ბრალია, მიმძაფრდება ხოლმე ასეთ დროს უბრალო გაცვეთილი შეგრძნებებიც კი, რომელსაც ზაფხულის პაპანაქებაში ალბათ ყურადღებას არც ვაქცევ.ათასი მეგობრით გარემოცულიც კი,მარტოსულად,რომ გრძნობ თავს ის პერიოდია,სიბნელე,რომ ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის პერიოდია,სიჩუმე,რომ ყველაზე კარგი მელოდიაა აი ის პერიოდია…

რატომ ნარინჯისფერი? უბრალოდ ახლა ნარინჯისფერი ფოთლების სუნი მცემს და ამ გრძნობას სხვა-ფრად ვერც აღვიქვამ

და უკვე მერამდენედ ვუყურებ ფილმს “Le Fabuleux destin d’Amélie Poulain”

No Title

 მახსოვს ყოველთვის ოთხი ვიყავით. კლასელები,საუკეთესო მეგობრები და მოკლედ როგორც “სემიჩკა” ფილმებშია, მუდამ ერთად, მანძილიც რომ ვერაფერს აკლებთ და ათასი ბლა ბლა ბლა…  ვერ ვიტყვი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალამეთქი, პირიქით,  დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სათითაოდ გამომეცალნენ(თუ რა სიტყვა ვიხმარო არც ვიცი),  ერთი სხვა სკოლაში გადავიდა (დღემდე ვერ ვხვდები რატომ),  მეორე არსად გადასულა, მაგრამ როგოც ჩანს თავისი ნამდვილი სახე სკოლის ბოლო წელს გამოაჩინა (ამიტომაც ყველაზე ნაკლებად მწყდება გული მასზე)… არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთი ფოტო  შემომრჩა სადაც ერთად, ბედნიერად ვიქნებოდით “ასახულნი”.დავრჩით ორნი… ვრცლად

როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი

როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი…   დავწერე ბოლო ბანალური სიტყვები და მივაგდე საწოლზე.

–მზადაა შედევრი? ღიმილით შემოვიდა ოთახში

–ოჰ შედევრი 🙂 კი დავამთავრე

–არ წამაკითხებ?

–ხომ იცი ისევ სიკვდილზეა… (არასდროს მოსწონდა როცა სიკვდილზე ვწერდი)

–ჰეფი ენდის კურსებზე არ გივლია შენ რა 🙂 ეს თქვა და ისე გადაიხარხარა მეც ამიყოლია… მიუხედავად იმისა,რომ სულ არ მეცინებოდა… ვრცლად

ისევ მესიზმრება

თოვს…

ვგრძნობ გალუმპული ფეხები კედებში როგორ მეყინება.ქუდი არ მიხდება და არ ვატარებ, თანაც ყველგან მრჩებოდა :დ ხო და ახლა დავდივარ გაწუნკლული თმებით და საცოდავი შესახედაობის გამო ყველა მე მიყურებს :დ ნელ-ნელა ვგრძნობ ადამიანების რიცხვი როგორ იკლებს ქუჩაში და ბოლოს სულ მარტო ვრჩები…გვიან მოვედი გონს… ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც ტანსაცმელზე მექაჩებოდა. ასე სამი წლის  იქნებოდა თუ ნაკლების არა.პატარა,სიცივისგან შეწითლებული სახე ცოტა მოთხუპვნოდა.გაყინულ-გათოშილი,ლამის სილურჯეში გადასული პატარა ხელები გამომიწოდა და დახმარება მთხოვა,თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა,მერე უცებ გონს მოვედი,ჯიბეები მოვიქექე…სწრაფადვე გამშორდა,ვერც დავეწიე ისე გაძვრა სადღაც პატარა ჩიხში,რომ რამე მეკითხა(საშინლად დამაინტერესა ვისთან მიჰქონდა ფული) და რადგან არ ვიცოდი დედა ჰყავდა თუ არა მისი ”პატრონი” შემზიზღდა,ბრაზით ვივსებოდი როცა წარმოვიდგენდი,რომ სადღაც წამოკოტრიალებულ მის საქონელ ”პატრონს” სიმწრით ნაშოვნ ხურდებს როგორ ჩაუთვლიდა სათითაოდ.ის კი ხმამაღლა უღრიალებდა,რომ ეს არაფერში ეყოფოდა და უმიზეზოდ ცემდა უდანაშაულო ბავშვს… არა და აქამდეც ბევრი ბავშვი შემხვედრია ქუჩაში ხელ გამოწვდილი,მაგრამ ეს თითქოს სულ სხვა შემთხვევა იყო.დავითრგუნე,ყოველგვარი პათეტიკისა და ზე-სიტყვების გარეშე მართლაც რაღაც ჩამწყდა გულში… თითქოს მე ვიყავი ის პატარა,რომელიც სახლიდან სამათხოვროდ გამოაგდეს და მკაცრად დასჯიდნენ თუ ”ხელფასს”  სახლში არ მიიტანდა…უაზროდ დავდიოდი  და თვალებს ვაცეცებდი იქნებ სადმე დამენახა… ალბათ დიდი ხნის შემძვრალი იყოს თავის ბნელ და ცივ ”ბუნაგში”…

იმ ღამეს წამითაც არ მომიხუჭავს თვალი,გამთენიისას ჩამეძინა და იმ ბავშვის ლამაზი სახე დამესიზმრა… დიდი ხანია უკვე ყოველ ღამე ასეა… ამის შემდეგ ყოველ დილას ვიღვიძებ უცნაური შეგრძნებით და ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ თურმე(ყველაფერი ხომ შედარებითია)

ის კი ისევ მესიზმრება…

განუზღვრელობის თეორემა ანუ დამერხა :D

… განუზღვრელობის თეორემა

გაჯერებულობის კანონი

დედააფეთქებული დილა

ცხელი ყავა

სწავლა,სწავლა და სწავლა(ვითომ სიბრძნე:დ)

დასირებული სახეები ირგვლივ :დ(უმრავლესობა:დ)

არზიანის ”თეთრ-ყვითელი” მზერა

ჯილდას ბაბეტი :დ

სწერვა ხვიტია

მერე გაძეძგილი #30 სამარშუტო ტაქსი(მარშუტკა თუ რაცაა რა:დ) და ფეხზე დგომა ნახევარი საათი(ფუუუ :დ)

მერე სახლი,ჭამა,სწავლა,კომპიტაური:დ კიდევ სწავლა(ხასიათს გააჩნია:დ)

მერე ფიქრი სად წავიდე (თუ გვიანი არაა :დ)

მერე ყაყანი უბანში…

მერე ფანჯრის რაფაზე შემოჯდომა და ისევ ცხელი ყავა :დ

მერე საათის შემოწმება და ძილი(მაღვიძარა 6ზე,აბა ხო უნდა გადავიმეორო ნასწავლი გაკვეთილი :დ)

მერე ისევ დედააფეთქებული დილა და დასირებული სახეები

 

პ.ს. ცუდადაა ჩემი საქმე :დ

პ.პ.ს. პირველი უ-ფოტო პოსტი :დ