აღარ

    პირველად ხელებზე შევხედე, მერე მხრებზე… წამწამებზე და ბოლოს ტუჩებზე. გრძელი თითები ისეთი თხელი და ლამაზი ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ამოვიგდე ის კადრი მეხსიერებიდან. მაღალი, ხმელი და ისეთი მხრები (ბეჭები) აქვს მე რომ მიყვარს ^^ მწვანე თვალები და ბრაზიანი გამოხედვა… არა და სულაც არ არის ბრაზიანი.წვრილი პატარა ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი…დაბალი ტონალობის ხმა და დინჯი საუბარი…

     ღრმად ამოვისუნთქე და გადავკოცნე, ისევ ის სურნელი… ვიცოდი უაზროდ მელაპარაკებოდა და იმას არ ამბობდა რასაც ფიქრობდა, არც მე მიკითხავს, ვიცოდი რაღაც ცუდი იყო. წავალო მითხრა, არ მინდოდა გაშვება, სახლში ავედით ყავის დასალევად. შევამჩნიე ნერვიულად სვამდა და უხერხული გრძნობებისგან გასათავისუფლებლად რაღაც იდიოტურ შოუზე იღიმებოდა… ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, ყოყმანე(ო)ბდა, გავუადვილე გადაწყვეტილების მიღება და წასვლა ვთხოვე 🙂 ვიცოდი ასე აჯობებდა ორივესთვის…

   ჰო და წავიდა… მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მინდა… ვიცი ადრე თუ გვიან ისევ ისე მოვა როგორც დღეს, მაგრამ უკვე მართლა ძალიან გვიან იქნება, აი ისე გვიან ის ფრაზაც, რომ აღარაფერს შველის – “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო. მოვა და ვიცი ისევ ის აზრები შეაწუხებს რაც დღეს… აღარ მინდა წელიწადშ ერთხელ მისი გამოჩენის შემდეგ ისე განადგურებულად ვიგრძნო თავი,როგორც არასდროს, აღარ მინდა ის დღე როცა მას ვნახავ, თეთრი,უძილო ღამით დასრულდეს, აღარ მინდა ჩემზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს, და კიდევ ათასი აღარ…

   ისევ ღრმად ამოვისუნთქე და უკვე აღარ ველოდები…

LGBT

რატომ არსებობენ ჰომოფობები? ეს იგივეა დავსვა კითხვა რატომ არსებობს ბოროტება ამ ქვეყნად. და არც აქვს ალბათ პასუხი.არასდროს მქონია ვინმეს მიმართ ზიზღი, ალბათ ამიტომ მიკვირს “საზოგადოების”  “რაღაცნაირი” დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ… ერთი ცხადია – იყო ჰომოფობი არჩევანია, ჰომოსექსუალობა – არა. შეიძლება რამეს აბდაუბდად ვწერ,მაგრამ ყოველთვის მინდოდა ამ თემაზე დამეწერა.განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ერთ-ერთ ფბ-ს ჯგუში ასეთ კომენტარებს გადავაწყდი ჰომოსექსუალ მამაკაცებთან დაკავშირებით : ვრცლად

მიჯნური ტარიელი და სექსი ქართულად

ერთხელ,როგორც ყოველთვის ძველ ჩანაწერებს ვქექავდი და საშინლად საინტერესო რამ ვიპოვე.მოკლედ ისტორია ასეთია:
ერთ-ერთი სკოლის გაზეთის გამომცემლობამ გადაწყვიტა რამე საინტერესო ჩანართი გაეკეთებინა ახალი ნომრისთვის თემაზე ”სიყვარული და სექსი”. მათ მეცხრეკლასელ ბავშვებს თხოვეს დაეწერათ საკუთარი მოსაზრება ამ ტაბუდადებულ თემაზე, ერთი ბავშვის გარდა ყველამ ანონიმურად დაწერა და რედაქციამაც ჩანართი გამოსცა… ეს რამოდენიმე წლის წინ მოხდა,მაგრამ აშკარად დღესაც არ კარგავს აქტუალობას…მოკლედ აი რამოდენიმე ბავშვის პასუხი…ისიამოვნეთ 😀 ვრცლად