ისევ მესიზმრება

თოვს…

ვგრძნობ გალუმპული ფეხები კედებში როგორ მეყინება.ქუდი არ მიხდება და არ ვატარებ, თანაც ყველგან მრჩებოდა :დ ხო და ახლა დავდივარ გაწუნკლული თმებით და საცოდავი შესახედაობის გამო ყველა მე მიყურებს :დ ნელ-ნელა ვგრძნობ ადამიანების რიცხვი როგორ იკლებს ქუჩაში და ბოლოს სულ მარტო ვრჩები…გვიან მოვედი გონს… ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც ტანსაცმელზე მექაჩებოდა. ასე სამი წლის  იქნებოდა თუ ნაკლების არა.პატარა,სიცივისგან შეწითლებული სახე ცოტა მოთხუპვნოდა.გაყინულ-გათოშილი,ლამის სილურჯეში გადასული პატარა ხელები გამომიწოდა და დახმარება მთხოვა,თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა,მერე უცებ გონს მოვედი,ჯიბეები მოვიქექე…სწრაფადვე გამშორდა,ვერც დავეწიე ისე გაძვრა სადღაც პატარა ჩიხში,რომ რამე მეკითხა(საშინლად დამაინტერესა ვისთან მიჰქონდა ფული) და რადგან არ ვიცოდი დედა ჰყავდა თუ არა მისი ”პატრონი” შემზიზღდა,ბრაზით ვივსებოდი როცა წარმოვიდგენდი,რომ სადღაც წამოკოტრიალებულ მის საქონელ ”პატრონს” სიმწრით ნაშოვნ ხურდებს როგორ ჩაუთვლიდა სათითაოდ.ის კი ხმამაღლა უღრიალებდა,რომ ეს არაფერში ეყოფოდა და უმიზეზოდ ცემდა უდანაშაულო ბავშვს… არა და აქამდეც ბევრი ბავშვი შემხვედრია ქუჩაში ხელ გამოწვდილი,მაგრამ ეს თითქოს სულ სხვა შემთხვევა იყო.დავითრგუნე,ყოველგვარი პათეტიკისა და ზე-სიტყვების გარეშე მართლაც რაღაც ჩამწყდა გულში… თითქოს მე ვიყავი ის პატარა,რომელიც სახლიდან სამათხოვროდ გამოაგდეს და მკაცრად დასჯიდნენ თუ ”ხელფასს”  სახლში არ მიიტანდა…უაზროდ დავდიოდი  და თვალებს ვაცეცებდი იქნებ სადმე დამენახა… ალბათ დიდი ხნის შემძვრალი იყოს თავის ბნელ და ცივ ”ბუნაგში”…

იმ ღამეს წამითაც არ მომიხუჭავს თვალი,გამთენიისას ჩამეძინა და იმ ბავშვის ლამაზი სახე დამესიზმრა… დიდი ხანია უკვე ყოველ ღამე ასეა… ამის შემდეგ ყოველ დილას ვიღვიძებ უცნაური შეგრძნებით და ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ თურმე(ყველაფერი ხომ შედარებითია)

ის კი ისევ მესიზმრება…

* * *

-გამარჯობა.  მინდა ტკივილზე გელაპარაკო.

-იცი,დავიღალე ამდენი ტკივილით,სიკვდილით,გლოვით,მთელი სამყაროს მიმართ ზიზღით…

– …

-იცი რა მჭირდება?სითბო და ღიმილი ადამიანებისგან…რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მაკლია…მაცარიელებს ”უ-ემოციობა”… შინაგანად ვიფიტები.დაჭმუჭნულ ქაღალს ვგავარ,რომელიც სანაგვეში(ზე)  მოისროლეს… ხო და იცი რას მივხვდი?! არ მინდა სანაგვეზე ამომხდეს სული,ასე ცარიელს და ”დაჭმუჭნულს”… თბილი ფერებით მინდა ამევსოს სული(თუ ეს უკანასკნელი საერთოდ არსებობს და თუ არსებობს ადვილი შესაძლებელია,რომ მე ის არ გამაჩნდეს)… მინდა ”მარადისობისგან გაწამებული სული” გათბეს,გალღვეს…ბევრი

ყვითელი მინდა…იცი როგორი ყვითელი?! ”ღუნღულა”,თბილი,შემოდგომის… აი რომ გათბობს და სიცივის შეგრძნებას რომ არ ტოვებს… აღარ მინდა  ღრუბელი,აღარც ქარიშხალი მინდა…

 

ღიმილი,ღიმილი,ღიმილი…აი რა მჭირდება(და არა მარტო მე 🙂 ) გულწრფელი… რამდენჯერ მითქვამს ღიმილით სათქმელი,მარტივად,გასაგებად,ზედმეტი სიტყვების გარეშე 🙂 მეღიმება…ჩემთვის,გიჟივით…

იმდენი საოცარი რამ ხდება ნოემბერში.მზეც ისეთი თბილია და თან სულ იღიმის,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ზამთარი ახლოვდება და სუსხიც შემოპარულა…მაინც ახერხებს და თავისი თბილ,ნარინჯისფერ სხივებს მიჭყუტუნებს…ისე მსიამოვნებს თვალსაც არ ვახამხამებ და მალე ცრემლებიც მომდის… ამაზე კი ისევ გულიანად მეცინება,ისევ ჩემთვის… და ისევ გულწრფელად : ))

ღიმილზე აი ეს ვიდეო გამახსენდა :)))

მეზობლის ბაღანა :D

ჰოომ რატომ ვწერ ახლა ამ პოსტს : )) იავიცი იავიცი :დ:დ არა და ვიცი :დ მოკლედ ვბჟუტურებ რა :დ ჰომ და იცით რა საყვარელიაა იიის??ვიზეც ვწერ :დ  ძალიან საყვარელია :)) თბილი :)) ნაზი და მოსიყვარულე :)) კეთილი…მოკლედ კარგია რა…ახლა გგონიათ ,რომ ვიღაც ბიჭზე ვწერ,რომელიც მომწონს ან მიყვარს ან რავი საყვარელია ჩემი ან რაღაც მასეთი ხო??? :დ:დ ნწუ :დ არა და შეიძლება არც იფიქრეთ ასე :)) მოკლედ ის ჩემი პაწუკა საყვარელი მეგობარია… ქერა…თეთრი,ქათქათა.პატარა აბზუკული ცხვირით და მოჭაობისფრო-მოთაფლისფრო ბრდღვიალა თვალებით…იცით რა საყვარელია??ხანდახან აუტანელიც ,მაგრამ მაინც მიყვარს ძალიან… ძალიან… ნინიკო ჰქვია და იცით რამდენი წლისაა?10 წლისაა ჯერ(მეზობლის ბაღანაა რა:დ) როგორც იტყვიან ჩემ ხელშია გაზრდილი(მე რომ ვინმეს გავზრდი რა :დ) ვაიმე ხანდახან ისეთი საზიზღარია,რომ მინდა მოვგუდო ან ”დუხოვკაში”(სანამ ელექტრო ღუმელს ვიტყოდი:დ) შევბრაწო :დ ჯერ ხომ გული გამიწვრილა – თათი ეს მოგწონს??იიის???ეს???ნუუ კაშმარ :დ:დ მერე ინგლისურში მამეცადინეო (ნუ 4-5 კლასის ინგლისურს კი ვფლობ კარგად:დ) და აი აქ დამერხა : ”აქ რომელი არტიკლი უნდა?”, ”აქ do უნდა თუ does?” ,”მრავლობითში ხომ are არის?” და ა.შ… მოკლედ მე გამიჩნდა რა :დ ისე კი მითხრეს ერთხელ რამხელა გოგო გყოლიაო,როცა ერთად ვისხედით და მზესუმზირას ვაკნაწუნებდით :დ(აიი ჯერ როდის გამიჩნდა ეგ ვერ გავიგე გაზრდაზე რომ აღარაფერი ვთქვა:დ) მოკლედ ჩემი სატკივარია ეს ბავშვი რა :))მაგრამ არაა არაა ძალიან საყვარელიაა დაა უზოომოოდ მიყვააარს მართლა :))) ახლა იმიტომ ვწერ ამას,რომ ერთ თვეზე მეტია არ მინახავს,დღეს ვნახე მხოლოდ და ისე მომეწება ერთი საათი ვერ მოვიშორე,ჰოომ და ამ დროს მივხვდი თუ როგორ მომნატრებია…თანაც ვიცი ეს მაიმუნი კომპიუტერის ჭია მალე მიაგნებს ჩემ ბლოგსაც და წაიკითხავს ამას.ხო და ეცოდინება,რომ მართლა ძალიან მიყვარს და მენატრება ხოლმე(ხანდახან რა:დ) ვრცლად

მე თქვენ მიყვარხართ…ი ვსო :)

ცოტა ხნის წინს საუბარი იყო თუ რა კარგი შეგრძნებაა როდესაც პოსტს შენზე წერენ,შენ გიძღვნიან და მხოლოდ შენ გეკუთვნის…ეს იდეაც აქედან გაჩნდა.მართალია ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა რაც ამ სამყაროში შემოვაბიჯე,მაგრამ რამოდენიმე ბლოგერის გაცნობა უკვე მოვახერხე.მინდა რამოდენიმე მათგანი დავახასიათო და ეს პოსტი მათ მივუძღვნა(იმედია გაეხარდებათ).შეიძლება ვინმემ ეს თავხედურ ნაბიჯში ჩამითვალოს,მაგრამ ამით მხოლოდ მინდა მათ მიმართ სიყვარული გამოვხატო,მიუხედავად იმისა,რომ პირადად არ ვიცნობ არცერთს მაინც გავბედავ და დავწერ.მოკლედ ბევრი,რომ აღარ გავაგრძელო მინდა რამოდენიმე მათგანი დავახასიათო ჩემებურად… 🙂 ვრცლად

November Rain

  რამდენჯერ დავუსველებივარ წვიმის წვეთებს და მიცეკვია მათთან ერთად… ამ დროს ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ და რაც უნდა უბედური ვიყო,ვგრძნობ… ვგრძნობ,რომ სადღაც მართლა არსებობს ბედნიერება… ბედნიერება ჩემთვის…ბედნიერება შენთვის… ბედნიერება ჩვენთვის,ყველასთვის… ვრცლად

უბრალო(დ)

          აუცილებლად გამოვნახავთ ფინჯნებს ყავისთვის და სასაუბრო ენას… არა უფრო მიმიკებს…

სევდანარევი დილაა,ადრე გამეღვიძა,მზესაც კი დავასწარი  თუმცა ჩემი კეთილი მზე დღეს მგონი სულაც არ აპირებს,რომ გამოაჭყიტოს… იმდენი ხანია დღიურში არაფერი ჩამიწერია,რომ მგონი სულ დამავიწყდა წერა.თუმცა დღეს გამონაკლისია… ვრცლად

მწვანე ემოცია მათოვს…

გინანიათ ოდესმე ის,რომ საჭირო სიტყვები ან არ იცით ან ვერ პოულობთ?

გქონიათ მომენტი როდესაც იმდენად მძაფრი ემოციები გაქვთ,რომ მათი სახელი არც კი იცით?

გქონიათ შეგრძნება,რომ სავსე ხართ და ამაზე მეტის განცდა აღარ შეგიძლიათ?თუ არა მაშინ თქვენ არ გიცხოვრიათ…

იცით რა ფერია მონატრება?

როგორი სუნი აქვს სითბოს?

რა გემოს პატრონია დამოკიდებულება? არააა, მგონი არც ეგ იცით…

როგორ შეიძლება ცხოვრობდე და ვერ შეიგრძნო ეს ყველაფერი?

გიფიქრიათ ოდესმე რამდენ დროს ვხარჯავთ წუწუნსა და გოდებაში,მაშინ როდესაც შეგვიძლია ვიგრძნოთ,ვაგრძნობინოთ… ვეძიოთ და ვპოვებდეთ…

მიიღეთ სიამოვნება ყველაფრისგან რისი შანსიც გეძლევათ!!
დატკბი და მიეცი შანსი სხვებმაც ისიამოვნონ თქვენს მიერ გენერირებული ემოციებითა და მუხტებით!!