broken

thumbდაკარგა.

ასე უაზროდ და მშვიდად შეეგუა თითქოს.

მის გალურჯებულ ტუჩებს ვერ ივიწყებს. ბიჭის წამწამის “ფახუნს” ახლაც გრძნობს სველ ლოყაზე, უფრო სწორად უნდა, რომ გრძნობდეს. გოგო უბედურია, რადგან მასთან ვეღარ გრძნობს,არ ესიზმრება, არ ელანდება – ჰგონია, რომ ბოლომდე მიატოვა.

ყოველ დილას, გაღვიძებისას თავიდან კარგავს, თვალის ყოველი დახამხამების მერე უბრუნდება რეალობას, სადაც ბიჭი აღარ ჩანს. ყოველი ამოსუნთქვის მერე უფრო და უფრო უძნელდება ჩასუნთქვა, ფოტოებს ვეღარ ათვალიერებს, ბიჭის ძველ ნივთებს ვეღარ ეხება, გრძნობს, რომ ამდენი ძალა აღარ აქვს.

ამბობს, რომ ტკივილს ვერ დაარქმევს. სითბოს, თავისუფლების და კიდევ, ხილის ჩაის არომატი აქვს მისი 16 წლის 9 თვის და 1 დღის ბედნიერებას.

  პ.ს. ეს არ არის სიყვარულის ისტორია სევდიანი დასასრულით…

feeling

– რა არის ტკივილი?

– ნამდვილი თუ ჩვენ, რომ ვიგონებთ?

– შეიძლება ტკივილის გამოგონება?

– სწორედაც რომ. უაზროდ ვფლანგავთ დროს ფუჭ ფიქრებში, სურვილებში, მონატრებაში და მერე ვწუწუნებთ, რომ ვითომდა გვტკივა. არ გვესმის, რომ უნდა ვიმოძრაოთ, ცხრა მთას იქითაც უნდა წავიდეთ თუ საჭიროა, თუ მართლა გვენატრება და გვტკივა. არ არსებობს ფაქტორი რომელიც გაგვაჩერებს და თუ არის ესეიგი საკმარისად არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ გვტკივა. ეს ყველაფერია სწორედ გამოგონილი, შეთხზული და ჩვენ მიერ შეთითხნილი… გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მხოლოდ სიკვდილია გამოუვალი და ისიც ხშირად მარცხდება როცა ნამდვილები ვართ.

– ნამდვილს რაღაა?

– ყველასთვის სხვადასხვა

– შენთვის?

– როცა პირველად გამიქრა გონებაში მელოდია, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილი იყო, როცა გამიჭირდა ტირილი, ძილი, ჭამა. გავბრაზდი სამყაროზე (ალბათ ბევრი ისე უმიზეზოდაც ასეა, მაგრამ მე არ მახასიათებს) და პირველად ვთქვი სიტყვა “ზიზღი”, როცა ვიგრძენი პულსი ლავიწთან, როცა გინდა, რომ უგუნებობა ვერ შეგამჩნიონ და არა პირიქით. როცა გაღიზიანებს სხვების სიბრალულით სავსე თვალები შენს დანახვაზე. ეს არის ჩემთვის ნამდვილი, ამას ვერ გამოიგონებ… მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ტკივილი და არ შეიძლება ეს ყველაფერი ფარსი იყოს.

სხვა შემთხვევაში თუ გრძნობა არა, მაშინ რაღა დარჩება ნამდვილი და მარადიული?!

run away

გავიღვიძე.

დედას ისევ ცრემლიანი აქვს თვალები

ჩაის მისხამს სევდისფერ ლამბაქში,

ჩუმად ვსვამ დარდს და ტკივილს, ყელში მეჩხირება და ვტოვებ…

არ ვსაყვედურობ ჩემ ძმას არაფერს, არც გულში…

მამაც არ საყვედურობს, ჩუმად ზის და ეროს სურათზე მის ცრემლებს ვამჩნევ

მას შემდეგ ცა მოქუფრულია, ფერები განაცრისფრებული, სამოსი შავი…

სიზმარში არ მინახავს, მტკივა – როგორ ვერაფერი ვიგრძენი წინასწარ…

ის კი, ჩემთვის ასე ახლო და ნაცნობი ნელ-ნელა მშორდება, შეუცნობელი და იდუმალი ხდება, არა, არა, არ მინდა ასე !

ვუყვირი, მაგრამ არ ბრაზდება და არ მოდის!

ვეძახი, მაგრამ ჩუმადაა “გასუსული”

ნაღვლისფერ ნოტებს გამოსცემს რადიო…

რა ეგოისტი ვარ, ისევ ჩემზე ვფიქრობ და მინდა რომ ისევ შევეხო და მოვეფერო, ჩემთვის, ისევ ჩემთვის…

ვიცი მეტკინება შემოდგომის მოსვლა მის გარეშე… ის არის თვითონ შემოდგომა  სავსე, ტკბილი…

მინდა ცხოვრების ეს ეტაპი დავკეცო, დავჭმუჭნო და ურნაში მოვისროლო, ისე ვერ გავუძლებ ვგრძნობ.

მტკივა უ-მისობა

მიმძიმს მის გარეშე ყოველი ჩასუნთქული ჰაერის “ულუფა”

მენატრება !

მენატრება!

მენატრება !

pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

ნარინჯისფერი

ოქტომბერი იწურება.ცხრა საათზე უკვე ღამეა. ქუჩაზე გადასასვლელ ხიდზე ვზივარ წვიმისგან ჩამონადგურებულ-ჩამოთოვილი და რაღაცებს უაზროდ ვწერ ფურცელზე, ხანაც გიჟებივით მოძრავ მანქანებს გავხედავ “ყოველი შემთხვევისთვის” და ნისლში გახვეულ შენობებზე თვალი მიშტერდება.სველი თმიდან წვეთები შუბლზე ინაცვლებს,შემდეგ ცხვირს მიუყვება და ფურცელს მისველებს.გული ისეთი აჩქარებული მაქვს სადაცაა შემომეფლითება მგონი.უცნაური ემოცია მადნება სხეულზე, აი სულ ახალი, არასდროს, რომ  მიგრძვნია ისეთი.ხანდახან ვცდილობ თავი დავაღწიო, ხანდახან პირიქით, გავიყურსები და ყურს ვუგდებ ხოლმე. ვეღარ გავიგე მსიამოვნებს თუ არა. თან ჰო და თან არა… მექანიზმგაფუჭებულ დაჟანგ(ებ)ულ საათს ვგავარ, წამების ისარი რვიანთან,რომ იჭედება და თავს ვეღარ აღწევს. ავირიე დროში, განზომილებაში… ათასი გრძნობა ირევა ერთდროულად.რაღაც სიღრმეში მტკივა,მიხარია,მწყინს,მენატრება,მიყვარს… ერთდროულად ყველა გრძნობა იღვიძებს მისი დანახვისას.სენტიმენტალური,რომანტიკული და  ასეთი რაღაცები არასდროს მჭირდა, არც ახლა მჭირს, უბრალოდ რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ათასი ფინჯანი ყავა დამელიოს და გული მიფრიალებდეს,ხანდახან მეჭმუჭნებოდეს, აი ისე რაღაც ქაღალდს, რომ მოვკუჭავთ ხოლმე.იმაზე მეცინება, თუ მეტირება ჯერ ვერ გავარკვიე, ვერაფერს,რომ ვერ გრძნობს,ხეპრე და ინფანტილური რომაა და ისევ ის ძველი, რომ უყვარს(ისიც ვერ გაურკვევია ისევ უყვარს თუ აღარ).კითხვაზე,თუ რა ფერი და სუნი აქვს ბედნიერებას გაოცებულ სახეს,რომ იღებს და უაზრობას უწოდებს.ამბობს,სიყვარულის გარეშე ბედნიერად ვარო,ამ სიტყვებზე ამაკანკალებს ხოლმე და კიდევ ბევრი ყავა მემატება გულზე,ძალიან ბევრი. აღარ მინდა მისი დანახვა, არა ზიზღი და ბრაზი კი არა, უბრალოდ აღარ მინდა ის უცნაური შეგრძნებები, დავიღალე. არა და ამ დროს გონებაში მიტივტივებს ფრაზა,რაღაც უაზროდ ამოჩემებული : “მომბეზრდა ჩემი სიმარტოვის ნოტები და ერთუგელბა მომენატრა… როგორც არასდროს”.არა და სიცივის და შემოდგომის ბრალია, მიმძაფრდება ხოლმე ასეთ დროს უბრალო გაცვეთილი შეგრძნებებიც კი, რომელსაც ზაფხულის პაპანაქებაში ალბათ ყურადღებას არც ვაქცევ.ათასი მეგობრით გარემოცულიც კი,მარტოსულად,რომ გრძნობ თავს ის პერიოდია,სიბნელე,რომ ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის პერიოდია,სიჩუმე,რომ ყველაზე კარგი მელოდიაა აი ის პერიოდია…

რატომ ნარინჯისფერი? უბრალოდ ახლა ნარინჯისფერი ფოთლების სუნი მცემს და ამ გრძნობას სხვა-ფრად ვერც აღვიქვამ

და უკვე მერამდენედ ვუყურებ ფილმს “Le Fabuleux destin d’Amélie Poulain”

წამებაი “წმინდისა” Butterfly-სი

       ჰისტოლოგიის ლექციაზე ამ პოსტის დაწერა, რომ გინდება ცუდადაა საქმე, არა, ცუდად არა… ძალიან ცუდადაა.

ლექტორის წიკვინი აყრუებს არემარესა და სტუდენტთა თავ-ყურ-ცხვირის მიდამოებს. ეს ჯოხი მოუმართავს ხანჯალივით (ქართლის დედის პონტში რა :დ). მისი “პუტანკა” მაკიაჟი თვალს გვჭრის. ამ პაპანაქებაში, “ზიმა-ლეტა”-ს ვიღა დაეძებს უბრალო ვენწწწილატორიც, რომ არ გექნება მოცუცქნულ აუდიტორიაში, სადაც საკმაოზე მეტი სტუდენტი განისვენებს იქ რა “განათლების მიღებაზეა” საუბარი ?! სოლიდარობა დამანახეთ ხალხო, სოლიდარობა :/ გვიშველეთ, დაგვეხმარეთ, ვინმე კომპეტენტურმა და ცოტა აზრიანმა პირმა მაინც შეგვირჩიოს ლექტორები, რომლებიც თავისი წიკვინა ხმით მაინც არ შეგვაწუხებენ ბლინ :@ რაღაც ერთი თუ სამი დღის სიცოხლე მაქვს და რატომ მამწარებთ?რა გინდათ? რა დაგიშავეთ ?

                                                                                                                   2012 წლის 27 სექტემბერი (საათი აღარ მახსოვს :დ)

                                                                                                                 დაჟინებით მოვითხოვ სტუდენტის სტატუსის შეჩერებას !!! ვიცი გული  დაგწყდებათ,მაგრამ ასეთ პირობებში    მუშაობა მე არ     ძალმიძს :დ

მე ტანჯული სახით :დ

აღარ

    პირველად ხელებზე შევხედე, მერე მხრებზე… წამწამებზე და ბოლოს ტუჩებზე. გრძელი თითები ისეთი თხელი და ლამაზი ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ამოვიგდე ის კადრი მეხსიერებიდან. მაღალი, ხმელი და ისეთი მხრები (ბეჭები) აქვს მე რომ მიყვარს ^^ მწვანე თვალები და ბრაზიანი გამოხედვა… არა და სულაც არ არის ბრაზიანი.წვრილი პატარა ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი…დაბალი ტონალობის ხმა და დინჯი საუბარი…

     ღრმად ამოვისუნთქე და გადავკოცნე, ისევ ის სურნელი… ვიცოდი უაზროდ მელაპარაკებოდა და იმას არ ამბობდა რასაც ფიქრობდა, არც მე მიკითხავს, ვიცოდი რაღაც ცუდი იყო. წავალო მითხრა, არ მინდოდა გაშვება, სახლში ავედით ყავის დასალევად. შევამჩნიე ნერვიულად სვამდა და უხერხული გრძნობებისგან გასათავისუფლებლად რაღაც იდიოტურ შოუზე იღიმებოდა… ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, ყოყმანე(ო)ბდა, გავუადვილე გადაწყვეტილების მიღება და წასვლა ვთხოვე 🙂 ვიცოდი ასე აჯობებდა ორივესთვის…

   ჰო და წავიდა… მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მინდა… ვიცი ადრე თუ გვიან ისევ ისე მოვა როგორც დღეს, მაგრამ უკვე მართლა ძალიან გვიან იქნება, აი ისე გვიან ის ფრაზაც, რომ აღარაფერს შველის – “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო. მოვა და ვიცი ისევ ის აზრები შეაწუხებს რაც დღეს… აღარ მინდა წელიწადშ ერთხელ მისი გამოჩენის შემდეგ ისე განადგურებულად ვიგრძნო თავი,როგორც არასდროს, აღარ მინდა ის დღე როცა მას ვნახავ, თეთრი,უძილო ღამით დასრულდეს, აღარ მინდა ჩემზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს, და კიდევ ათასი აღარ…

   ისევ ღრმად ამოვისუნთქე და უკვე აღარ ველოდები…