ვიღაც მეორე

     რეინკარნაცია – სულთა გარდასხეულება, ტრანსმიგრაცია…

არასდროს მიფიქრია სერიოზულად ამ თემაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთ სიზმარს ვხედავ, რომ ვატყობ დაფიქრება მომიწევს 🙂 წინა ცხოვრების და სულთა თუ სხეულთა გარდასახვის არ მჯეროდა, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანში არის, ცხოვრობს რაღაც ან ვიღაც მეორე 🙂 უხეშად, რომ ვთქვათ არავინ ვართ მარტო :დ ვაკვირდები ჩემ(ს) თავს და რაც უფრო გადის დრო , უფრო ვრწმუნდები, რომ ერთი(ერთეული:დ) არ ვარ. მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ის არის, აი შეხედავ ისაა და მეტი არაფერი, ან არსებობენ ოღონდ კანტიკუნტად. ყოვეთვის ვესაუბრებოდი მეორე მეს, თუ როგორც ეძახიან. იყო იქვე მესამე მე და ალბათ მეოთხეც. მოკლედ რამდენი სიტუაციაცაა იმდენი მე იარსებებს მგონი. ეს რეინკარნაციას ალბათ არ ეხება და სხვა თემაა თუმცა  უხეშად შემიძლია რომ სწორედ მას ”დავაბრალო”. რეინკარნაცია განცდილი სული ახალი სხეულით იმოსება, შემდეგ ისევ იცვლის სხეულს და ასე ვმოგზაურობთ სხვადასხვა საუკუნეში, ეს გამოცდილი და ნაჯაფი ბევრი მე კი ხანდახან თავს გვახსენებს და ალბათ ამიტომაც მგონია, რომ ბევრი მე ჰყავს  ადამიანს.

Samurai

    ამ ბოლო დროს  სამურაი მემ შემახსენა თავი, ხშირად ვხედავ ერთ სიზმარს სადაც ჩემი კატანით ულმობელად ვჟლეტ მტერს. ვფიქრობ ალბათ ტოკუგავა ვიყავი. ჩემ სახეს ვხედავ ნათლად ზევიდან. ტყუილია, რომ ამბობენ წინა ცხოვრება არ შეიძლება გვახსოვდესო, არა და მშვენივრად გვახსოვს, უბრალოდ არ ვაკვირდებით ისეთ დეტალებს რომლებიც გვგონია, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ასე უნდა იყოს.

   მე კი დილის ოთხ საათზე მეღვიძება იმ მომენტში, როცა ღირსეული მოწინააღმდეგე დავინდე, მეღვიძება შეგრძნებით, რომ სისხლიანი ხელები მაქვს, ალბათ ამიტომ, ახლა ოცდამეერთე საუკუნეში ომისაგან გადაღლილი ჩემი სამურაი მაიძულებს,  არ მიყვარდეს ბოროტება, სისღლისღვრა და ძალადობრივი სპორტიც კი 🙂

პ.ს.  კიდევ უამრავი მჭირს  ბევრისთვის უცნაური სისულელეები  🙂

Advertisements

გაიღე სისხლი,გაუზიარე სიცოცხლე

“თვითების” და მათი განხორციელებული პროექტების ნაკლებად მწამს,მაგრამ დღევანდელი აქცია სულ სხვა იყო 🙂 გუშინ შეტყობინება მომივიდა თსსუ-ს თვითმმართველობისგან,რომ 14 მარტს ჩვენი უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გაიმართებოდა საქველმოქმედო აქცია “გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე” , დამაინტერესა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო… ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანის აზრი მოვისმინე,რომ ჰიგიენა არ იქნებოდა დაცული,უკუჩვენებები ექნებოდა სისხლის გაღებას და ა.შ. მაგრამ მე უკვე ჯიუტად მქონდა გადაწყვეტილი და გადაფიქრებას არც ვაპირებდი… ვრცლად

სიკვდილმისჯილი

– იცი რას ამბობენ??

– …

-თუ ცოდვებს მთელი გულით მოინანიებ,სიკვდილის შემდეგ იმ დროში ბრუნდები,როდესაც ყველაზე ბედნიერი იყავიო…

-ალბათ ესაა სამოთხე…

-მინდა,რომ მჯეროდეს !

-იცი,როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? მაშინ 19 წლის ვიყავი… ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და თაფლობის თვეს მთაში ვატარებდით… მახსოვს ერთხელ გარეთ,კოცონთან ჩაეძინა… ცეცხლის ალი უნათებდა ნახევრადმოშიშვლებულ მკერდს… მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ვუყურებდი და ვტკბებოდი… მაგრამ, იცი ბედნიერება მართლაც ხანმოკლე ყოფილა… არ ვიცი,რატომ,რა დაუშავა ჩემმა სიფრიფანამ იმ ცხოველს,სასიკვდილოდ რომ გაწირა… იმ მომენტს ვერ ვივიწყებ,სახლში მისულს მისი ნაზი,ქათქათა სხეული სისხლში ამოსვრილი,რომ დამხვდა… იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება,ასე,რომ თქვენი ელექრო სკამით მე ვერ შემაშინებთ… არასდროს ვინანებ…

-ჩვენ არც ვცდილობთ შენს შეშინებას,სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანა და მე მაინც,რომ არ მინდოდეს ეს უნდა შევასრულო…

-მესმის,მესმის… ახსნა საჭირო არაა

საკნის კარის ჭრიალი, მძიმე და გახშირებული სუნთქვა… ბრბოს გაფართოებული თვალები,რომლებიც სანახაობის მოლოდინში დაღლილან… აგვისტო,დუღს დღე… ხრახნების საზარელი ხმა… მჭიდროდ დამაგრებული სველი ღრუბელი გადახოტრილ თავზე… შიში,არა სიკვდილმისჯილისა. ახლა ყველაზე მგრძნობიარეა,სათითაო ოფლის წვეთს გრძნობს,რომელიც ცივად გორდება მისი შუბლიდან… ბოლო სურვილი არ აქვს…

– იცი?ბედნიერი ვარ !

ძაბვა იმატებს…