Spirited Away

     ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ვრცლად

გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

სამოთხის პაწაწინა ნაგლეჯი

ცივა…

საბნიდან ფეხები აქვს გამოყოფილი,არა და ცივა… იშმუშნება სასიამოვნოდ… ცალ თვალს ახელს და მიყურებს… მიყვარს ასე,რომ იქცევა

–რატომ არ გძინავს? მეკითხება

– მე მხოლოდ მეღიმება…

–მიყვარს ასე,რომ მიღიმი

–ვიცი…

–მოდი ჩამეხუტე და დაიძინე რა : ) მე კოშმარებს დაგიფრთხობ 🙂

–ოჰ სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო…  ჩავეხუტე და მართლაც მალევე ჩამეძინა.არ ვიცი განწყობის ბრალი იყო თუ მას მართლა შეუძლია კოშმარების დაფრთხობა,მაგრამ ძალიან ღრმად და ტკბილად მეძინა,საშინელი სიზმრების გარეშე…

მაღვიძარას გაბმული ხმა მაღვიძებს. ის ცდილობს მალე გააჩუმოს,მაგრამ არ გამოსდის და მეუბნება

–ფუ ამის… როგორ დავაჩაგვრინე შენი თავი 🙂 ვრცლად

უბრალოდ “სხვანაირი” პილოტი

    13–14 წლის ვიყავი საბა რომ გავიცანი… ჩემზე გაცილებით დიდი იყო.თავიდან თითქოს მეშინოდა კიდეც მასთან ურთიერთობა.პატარა ვიყავი და მისი ასაკი მაშინებდა.მეგონა უხეში და მუდო იყო(ნუ მე ასე მივიჩნევდი). თავიდან შორს ვიჭერდი თავს,მაგრამ მერე არ მახსოვს როგორ და რატომ,მაგრამ დავუახლოვდი.რაღაცებში მეხმარებოდა კიდეც… საუკეთესო მოგობარი ნამდვილად არ იყო,მაგრამ რაღაც სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა,ალბათ იმიტომ,რომ თვითონაც ასეთი იყო…სხვანაირი… ვრცლად

სიკვდილმისჯილი

– იცი რას ამბობენ??

– …

-თუ ცოდვებს მთელი გულით მოინანიებ,სიკვდილის შემდეგ იმ დროში ბრუნდები,როდესაც ყველაზე ბედნიერი იყავიო…

-ალბათ ესაა სამოთხე…

-მინდა,რომ მჯეროდეს !

-იცი,როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? მაშინ 19 წლის ვიყავი… ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და თაფლობის თვეს მთაში ვატარებდით… მახსოვს ერთხელ გარეთ,კოცონთან ჩაეძინა… ცეცხლის ალი უნათებდა ნახევრადმოშიშვლებულ მკერდს… მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ვუყურებდი და ვტკბებოდი… მაგრამ, იცი ბედნიერება მართლაც ხანმოკლე ყოფილა… არ ვიცი,რატომ,რა დაუშავა ჩემმა სიფრიფანამ იმ ცხოველს,სასიკვდილოდ რომ გაწირა… იმ მომენტს ვერ ვივიწყებ,სახლში მისულს მისი ნაზი,ქათქათა სხეული სისხლში ამოსვრილი,რომ დამხვდა… იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება,ასე,რომ თქვენი ელექრო სკამით მე ვერ შემაშინებთ… არასდროს ვინანებ…

-ჩვენ არც ვცდილობთ შენს შეშინებას,სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანა და მე მაინც,რომ არ მინდოდეს ეს უნდა შევასრულო…

-მესმის,მესმის… ახსნა საჭირო არაა

საკნის კარის ჭრიალი, მძიმე და გახშირებული სუნთქვა… ბრბოს გაფართოებული თვალები,რომლებიც სანახაობის მოლოდინში დაღლილან… აგვისტო,დუღს დღე… ხრახნების საზარელი ხმა… მჭიდროდ დამაგრებული სველი ღრუბელი გადახოტრილ თავზე… შიში,არა სიკვდილმისჯილისა. ახლა ყველაზე მგრძნობიარეა,სათითაო ოფლის წვეთს გრძნობს,რომელიც ცივად გორდება მისი შუბლიდან… ბოლო სურვილი არ აქვს…

– იცი?ბედნიერი ვარ !

ძაბვა იმატებს…

ღიმილიანი :)

დღეს ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა… დამესიზმრე და უნდა ვაღიარო ცოტა შემეშინდა(მე ხომ უმიზეზოდ არაფერი მესიზმრება)… საშინელი სიზმარი იყო.ტკივილით,სიცივით და სიკვდილით სავსე.შავ-თეთრ ფერებში ყველაფერი ისეთი რეალური იყო,რომ მაშინვე მობილურს მივვარდი და შენთან დარეკვა მინდოდა…

-ფუფ,რა დროს არ მაქვს ანგარიშზე-ისტერიკულად ვიყვირე და კედელს მივანარცხე ისედაც გაუბედურებული მობილური… მერე გამახსენდა,რომ ძალიან ადრე იყო და არც ღირდა დარეკვა… არ ვიცი ასე რატომ ვინერვიულე,ალბათ დაკარგვის შემეშინდა.ისეთი სისწრაფით ვკარგავ საყვარელ ადამიანებს,რომ არ მინდოდა შემდეგი შენ ყოფილიყავი.თანაც მარტოობამ საშინლად დამღალა… მომბეზრდა მხოლოდ ნეგატიური აზრები და სიკვდილზე ფიქრი.რაღაც ახალი მინდოდა შენთან ერთად…  ერთხელ დებილურ სარეკლამო ბანერზე თვალი მოვკარი სიტყვებს ”სიახლე იწყება გამოგონებით”… ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს მე  შენ გამოგიგონე,არა და რეალური ხარ… არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ყოველ დღე ერთად ვართ,მაინც საშინლად მენატრები… ვერასდროს ვიგებდი როცა ამბობდნენ:”ჩემთანაა და მაინც მენატრება”. არასდროს მჯეროდა ამ სიტყვების,არა და თურმე შესაძლებელი ყოფილა…  როგორც იქნა გათენდა და ჩემდა გასაკვირად დამირეკე… მოვალო მთხოვე,რაღაც ცუდი ხმა გქონდა და შიში კიდევ უფრო გამიმძაფრდა… მალე ჩემი სახლის კართან იდექი და რაღაც უცნაურად მიყურებდი… ვრცლად

* * *

-გამარჯობა.  მინდა ტკივილზე გელაპარაკო.

-იცი,დავიღალე ამდენი ტკივილით,სიკვდილით,გლოვით,მთელი სამყაროს მიმართ ზიზღით…

– …

-იცი რა მჭირდება?სითბო და ღიმილი ადამიანებისგან…რაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მაკლია…მაცარიელებს ”უ-ემოციობა”… შინაგანად ვიფიტები.დაჭმუჭნულ ქაღალს ვგავარ,რომელიც სანაგვეში(ზე)  მოისროლეს… ხო და იცი რას მივხვდი?! არ მინდა სანაგვეზე ამომხდეს სული,ასე ცარიელს და ”დაჭმუჭნულს”… თბილი ფერებით მინდა ამევსოს სული(თუ ეს უკანასკნელი საერთოდ არსებობს და თუ არსებობს ადვილი შესაძლებელია,რომ მე ის არ გამაჩნდეს)… მინდა ”მარადისობისგან გაწამებული სული” გათბეს,გალღვეს…ბევრი

ყვითელი მინდა…იცი როგორი ყვითელი?! ”ღუნღულა”,თბილი,შემოდგომის… აი რომ გათბობს და სიცივის შეგრძნებას რომ არ ტოვებს… აღარ მინდა  ღრუბელი,აღარც ქარიშხალი მინდა…

 

ღიმილი,ღიმილი,ღიმილი…აი რა მჭირდება(და არა მარტო მე 🙂 ) გულწრფელი… რამდენჯერ მითქვამს ღიმილით სათქმელი,მარტივად,გასაგებად,ზედმეტი სიტყვების გარეშე 🙂 მეღიმება…ჩემთვის,გიჟივით…

იმდენი საოცარი რამ ხდება ნოემბერში.მზეც ისეთი თბილია და თან სულ იღიმის,მიუხედავად იმისა,რომ უკვე ზამთარი ახლოვდება და სუსხიც შემოპარულა…მაინც ახერხებს და თავისი თბილ,ნარინჯისფერ სხივებს მიჭყუტუნებს…ისე მსიამოვნებს თვალსაც არ ვახამხამებ და მალე ცრემლებიც მომდის… ამაზე კი ისევ გულიანად მეცინება,ისევ ჩემთვის… და ისევ გულწრფელად : ))

ღიმილზე აი ეს ვიდეო გამახსენდა :)))