პირველად იყო… და იქმნა ?!

       მსოფლმხედველობა არის იდეათა და შეხედულებათა სისტემა სამყაროზე,მასში ადამიანის ადგილსა და  ურთიერთდამოკიდებულებაზე.სწორედ ეს კითხვაა ასე,რომ სტანჯავს და აწუხებს კაცობრიობას.

     ფილოსოფია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ,იგი არის მსოფლმხედველობა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თითქოს მარტო ფილოსოფია იყოს მსოფლმხედველობა.ყოველი ფილოსოფია მსოფლმხედველობაა,მაგრამ არა ყოველი მსოფლმხედველობა არის ფილოსოფია(გარდა ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა).

მსოფლმხედველობის კერძო საახები არსებობს :ფილოსოფიური, მითოლოგიური და რელიგიური. მითოლოგიური და რელიგიური ფილოსოფიური მსოფლმხედველობისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ წარმოადგენენ იდეათა და მშეხედულებათა მწყობრ მეცნიერულ სისტემას. ყოველი მათგანი სამყაროს შექმნას სხვადასხვაგვარად განიხილავს.

მითოლოგიური : თავდაპირველად იყო წყალი და წყვდიადი(ქაოსი), მიწა და ცა.  ადამიანი ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისი ბედი კი  წინასწარაა განსაზღვრული(ბედის ფატალური გარდაუვალობა).მისი წარმოდგენა არ სცილდება მითის(ზღაპრის) დონეს.

რელიგიური : ამ მსოფლმხედველობის თავისებურება ისაა, რომ იგი რელიგიურ წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე.აქ ჩვენ „წარმოდგენას“ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ რელიგიური მსოფლმხედველობა ეყრდნობა რწმენას და არა ცოდნას, „მწამს,რადგან აბსურდია“ , – ამბობდა პირველი საუკუნის თეოლოგი ტერტულიანე,რითაც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ რელიგიის სფერო რწმენის სფეროა.

ფილოსოფიური : ის არის იდეათა და შეხედულებათა მწყობრი  სისტემა სამყაროზე.იგი ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას,ამიტომ მთავარი განსხვავება რელიგიურსა და ფილოსოფიურს შორის იგივეა, რაც რელიგიურ რწმენასა და მეცნიერულ ცოდნას შორის. ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ორი სახისაა : იდეალისტური და მატერიალისტური. იდეალისტური თითქმის ყველა საკითხში ეთანხმება რელიგიას, პირველ რიგში კი სამყაროს წარმოშობის საკითხში.მატერიალისტურის მიხედვით სამყარო არავის მიერაა შექმნილი.იგი მარადიულად არსებულია.ამ მსოფლმხედველობის მიხედვით დასაბამიდან არსებობდა  მატერია და მისი მოძრაობა.შესაბამისად, კითხვა : ვინ შექმნა სამყარო? სრულიად უადგილო და ზედმეტია.ამას არ ეთანხმება იდეალისტური და მით უმეტეს რელიგიური მსოფლმხედველობა,რომლის პოზიცია სამყაროს წარმოშობის შესახებ კარგად მოგვეხსენება ყველას.

  ათეისტს შეუძლია დასვას კითხვა : კი,მაგრამ თვითონ ღმერთს  ვინ ქმნის ? მატერიალისტები სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის წინააღმდეგ გამოდიან,ღმერთისაგან სამყაროს შექმნას იმიტომ არ ეთანხმებიან, რომ უჭირთ იმის დაჯერება რასაც თვალით ვერ ხედავენ,თუნდაც სამყაროს შექმნას.მათი მსჯელობა დაახლოებით ასეთია : მე არ მინახავს,როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო,როგორ აქცია წყალი ღვინოდ და ა.შ.  ეს ემპირიკოსისათვის სერიოზული არგუმენტია,სინამდვილეში კი ძალზე უსუსური არ, რადგან ჩვენ რომ მხოლოდ იმის ამარა ვიყოთ, რასაც თალით ვხედავთ, არავითარი მეცნიერული ცოდნა გვექნებოდა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იდეალისტურ და მატერიალისტურ მსოფლმხედველობებს ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებითაც.მატერიალისტისთვის ადამიანი მოკვდავი, წარმავალი არსებაა.არ სცნობს სულს და მის უკვდავებას.იდეალისტისთვის სული უკვდავია.იგი ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ სამყაროს წარმოშობის ,სიკვდილის თუ სიცოცხლის შესახებ ეს კითხვები კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნება პასუხგაუცემელი.მიუხედავად მისი  ბანალურობისა.

 

 

წყარო : რევაზ ბალანჩივაძე – ფილოსოფია როგორც მსოფლმხედველობა

 

აღარ მინდა ფიქრი !

   არ ვიცი როდის დავიწყე ამაზე,მაგრამ ფაქტია “მეფიქრებოდა” ქვეცნობიერად(ალბათ სიკვდილზე ფიქრის პარალელურად:დ)… სიცოცხლე  წყვდიადით მოცული “რაღაც” მგონია(ვერა და ვერ გავარკვიე რა არის ეს “რაღაც”), არ იცი, საიდან მოდის,სად მიდის, საერთოდ  სად არის თავი და ბოლო… (იმის მაგივრად რომ ახლა ავდგე ამ წყეული ლეპტოპიდან და ანატომია ვიმეცადინო,მორიგ კრეტინობას ვწერ და თან სინდისი არც კი მაწუხებს :დ  )

არ ვიცი რას და როგორ ფიქრობენ სხვები,ან საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ თემაზე,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ,რომ ადრე თუ გვიან ყველა,განურჩევლად სქესის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის,კანის ფერის და სხვა ბევრი ასეთი კრეტინული ვითომდა “განსხვავების” მიუხედავად  მაინც ფიქრობს სიცოცხლეზე,თუ სიკვდილზე… მგონია რომ ეს ორი “რაღაც” არ არსებობს ერთმანეთის გარეშე…  ერთადერთი რაც ვიცი ისაა,რომ სიკვდილი ლოგიკური დასასრულია იმისა რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით,რომელიც ასე აშინებს და თრგუნავს ადამიანს… არ მინდა რაღაც ვითომდა “ფილოსოფიური აბდაუბდა” გამომივიდეს არა და ასე გამოდის :დ

შემჭკნარ,გაყვითლებულ,ტალახიან ფოთლებს ჰგავს სიცოცხლე… აივანზე გასულს თვალს მჭრის თეთრი, ქათქათა თოვლი… დაკვირვებიხართ თუ როგორ ფარავს, ნიღბავს ამ “სიბინძურეს”  ?ალბათ ამიტომ მიყვარს ზამთარი და თოვლი ასე ძალიან.ჩვენ – “ადამიანებს” ხომ ასე ძალიან გვიყვარს,გვახარებს და გვახალისებს ეს ლამაზი ფასადები.არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის “მაღალფარდოვანი” , “ზე-ამაღლებული” გამონათქვამები თუ რაღაც “სიბრძნეები”,რომლებსაც ცხოვრებისა და საერთოდ სიცოცხლის დასახასიათებლად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ფაქტია ცხოვრება არც ისე “მშვენიერია” , არ ვიცი რამდენად გვინგრევს ცხოვრება ოცნებებს,ისე  ამას  ისე კარგად აკეთებს,რომ ესეც კი მშვენიერიაო ამბობენ<< არც ესაა ისე სარწმუნო…და საერთოდ როცა ამ “რაღაცაზე” ვფიქრობ ბევრი “არ ვიცი” მიგროვდება… ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა…

სიცოცხე საჩუქარია! ვიღაცისგან ნაჩუქარი, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმას ვფიქრობთ ვინ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი ამ ფიქრში საჩუქარიც ქრება და ვრჩებით მხოლოდ ცივ ქვაზე გამოხატული პორტრეტები !  ხო და აღარ მინდა ფიქრი !