pain

 pain      ზაფხულის მდუღარე დღე გაიყინა, გაითოშა და გაქვავდა… ახლა მივხვდი რას ნიშნავს დროის გაჩერება. ჯერ სიცხელემ გადამიარა,მახსოვს გიჟვით გავიქეცი (თუმცა ბოლოსართი “ვით” აქ სრულებით ზედმეტია). მერე აღარაფერი… უფრო სწორად დედაჩემის გიჟი თვალები და მამაჩემის ჩახუტება იყო. მახსოვს ორი დღის წინ მომღიმარი და ახლა გაქვავებულ-გაცივებული ჩემი სამუდამო ტკივილი და სიყვარული. მეგონა სამი წლის წინ, მეგობრების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი შეცვლიდა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ, ახლა საერთოდ აღარ ვფიქრობ…

       16 წლის თითქმის 2 მეტრი იყო უკვე… კედელზე ახლაც ემჩნევა წლების წინ მონიშნული მისი “სიმაღლეები”. მისი ხმელი მხრები და ცივი შუბლი არასდროს ამოიშლება მეხსიერებიდან.deppress ყურებამდე ატანილი ღიმილი და როგორც მე ვეძახდი “64 კბილიანი კრეჭვა”… ბავშვური, თოთო, ნაზი კანი და ლამაზი ფორმის წარბი. არა, იმიტომ კი არა, რომ ჩემია, მართლა ასეთია (მიჭირს მასზე წარსულში საუბარი).

    არ ვიცი რა იქნება, ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ველოდები, დაუსრულებლად ველოდები ხმელი, მაღალი სილუეტის გამოჩენას, ველოდები, რომ ეს სილუეტი “თათოს” დამიძახებს…

     ახლა ყველაზე ძლიერი ვარ მსოფლიოში,  აღარც კი ვტირი…

     ახლა სრულ ჭკუაზე, რომ არ ვარ ფაქტია!

Advertisements

My Life

ამ ფოტოთი ყველაფერი ნათქვამია :დ

არ ვარ ბატონო გიჟი!

      მოკლედ გადავწყვიტე ამ პოსტით ვუპასუხო იმ ადამიანების მცდარ მოსაზრებას, რომელთაც სერიოზულად გიჟი ვგონივარ 🙂  არ ვიცი რას თვლიან ისინი სიგიჟედ, მაგრამ ექსცენტრულს და ისეთს რაც ვინმეს არ გაუკეთებია არაფერს ვაკეთებ.მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხანდახან ჭკვიანური და ხანდახან სულელური აზრებით მაქვს თავი გამოტენილი.მიყვარს ყავა, ჩაი და ფიქრი წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარასთან.არამგონია ეს სიგიჟე იყოს.

მერე რა მოხდა,რომ სულაც არ მინდა მანქანა და მინდა ერთი კარგი სპორტული მოტოციკლი? ახლა არ თქვათ ეს სიგიჟეაო 🙂

არც ისაა სიგიჟე, მარტო სეირნობა, რომ მიყვარს ადამიანებისთვის “უდროო დროს”…

ვრცლად

CO(LD)OL :)

    მცივა.

არა ახლა რამე წამხატვრულო ჩანახატის დაწერას არ ვაპირებ :დ მართლა ძალიან მცივა. აგიხსნით რაში იყო საქმე. მოკლედ, რა თქმა უნდა ჩემი “დალაგებულობის” ამბავი ცნობილია მკითხველისთვის 🙂 ხო და ამ “დალაგებული” აზრების წყალობით აღმოვჩნდი საღამოს ათ საათზე, მდინარეზე ლაგოდეხის ნაკრძალში. მოგეხსენებათ მთის მდინარე პაპანაქება სიცხეშიც კი საკმაოდ ცივია, მე კი იმ იმედით ავედი, რომ საღამოს შედარებით თბილი დამხვდებოდა. მაგრამ, ნურას უკაცრავად(ვერ მოგართვით :მიშა: :დ), დედაბუნებამ სასტიკად გამწირა, დამჩაგრა და დამცინა 😀  სიბნელის გამო ვერაფერს ვარჩევდი ტყეში. თავიდან ჩემ მეგობარს შეეშინდა, მაგრამ მოგვიანებით უკუ აგდო თავისი ადამიანური სისუსტეები და გმირულად გამომყვა უკან.როგორც იქნა მივაღწიეთ მდინარეს.წყალი იყო საოცრად ცივი, გაყინული.აი სიტყვებით ვერ ავხსნი ისეთი. თავიდან, ჩვენი ერთი ხმამაღალი შეკივლებისა, მალე შევეჩვიეთ წყალს და სასიამოვნოც კი გახდა.ასე კარგად არასდროს მიჭყუმპალავია,მართლაც რაღაც ძალიან კარგი იყო. აი რუსები რომ იტყვიან საოცარი

ზუსტად ამ ადგილას არ მიბანავია,მაგრამ ისიც ასეთია რა 🙂

მზერით “კრუუუტა”-ო ისე დამემართა… ძალიან მაგარი იყო… საოცრება… ხო სულ დამავიწყდა ბითლზის მთელი ფლეილისტი ვიმღერეთ ბოლო ხმაზე… თან ჩემი დაქალი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს ვინმე არ დაგვადგეს ამხელა ხმაზე,რომ ვჯღნავითო :დ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს სიამოვნება 🙂 ბოლოს როგორც იქნა მივხვდით, რომ სხეულის ვერცერთ ნაწილს ვგრძნობდით და უკან დაბრუნება ვარჩიეთ… მეგობარი საკმაოდ ახლოს ცხოვრობს ტყესთან და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა სველი წამოტანტალება (არაფერი წაგვიღია პირსახოცის და გამოსაცვლელის მსგავსი :დ ტანსაცმლის შიგნით საცურაო კოსწწწიუმები გვეცვა და მერე პირდაპირ კაბები ჩამოვიკვეხეთ :დ).მე კი თითქმის მთელი “ქალაქის” გადაჭრა დამჭირდა სახლში მისაღწევად. ხალხის რეაქციას ჩემ გაწუწულ ტანსაცმელზე და თმაზე აღარ აღვწერ :დ ახლა კი როგორც იქნა მოვაღწიე სახლში, დაღლილი, ცოტა შეციებული (სასიამოვნოდ), ცხელი, ქაფქაფა ყავის ჭიქით ხელში ვწერ ამ უაზრო პოსტს და გიზიარებთ  უაზრო განცდებს.

პ.ს. სიყვარულით და ზაფხულის სასიამოვნოდ გატარების იმედით აღვსილი თქვენი Butterfly 🙂

უ–სირცხვილ–ო

 

არ ვიცი ამას რა დავარქვა თეგ თამაში თუ რავიცი სხვა რამ.მოკლედ  არ აქვს მნიშვნელობა ვინმემ “დამთაგა” თუ არა… უბრალოდ მომინდა მეც დამეწერა.

ბევრს გაუჩნდა კითხვა,რატომ უნდა რცხვენოდეს ადამიანს “სხვის მაგივრად”?!,როგორც გინდათ ისე გაიგეთ,მაგრამ მეც მათ აზრს ვიზიარებ და ვუერთდები…სულაც არ მრცხვენია იმის,რაშიც მე არ ვარ დამნაშავე… ვრცლად

აღარ მინდა ფიქრი !

   არ ვიცი როდის დავიწყე ამაზე,მაგრამ ფაქტია “მეფიქრებოდა” ქვეცნობიერად(ალბათ სიკვდილზე ფიქრის პარალელურად:დ)… სიცოცხლე  წყვდიადით მოცული “რაღაც” მგონია(ვერა და ვერ გავარკვიე რა არის ეს “რაღაც”), არ იცი, საიდან მოდის,სად მიდის, საერთოდ  სად არის თავი და ბოლო… (იმის მაგივრად რომ ახლა ავდგე ამ წყეული ლეპტოპიდან და ანატომია ვიმეცადინო,მორიგ კრეტინობას ვწერ და თან სინდისი არც კი მაწუხებს :დ  )

არ ვიცი რას და როგორ ფიქრობენ სხვები,ან საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ თემაზე,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ,რომ ადრე თუ გვიან ყველა,განურჩევლად სქესის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის,კანის ფერის და სხვა ბევრი ასეთი კრეტინული ვითომდა “განსხვავების” მიუხედავად  მაინც ფიქრობს სიცოცხლეზე,თუ სიკვდილზე… მგონია რომ ეს ორი “რაღაც” არ არსებობს ერთმანეთის გარეშე…  ერთადერთი რაც ვიცი ისაა,რომ სიკვდილი ლოგიკური დასასრულია იმისა რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით,რომელიც ასე აშინებს და თრგუნავს ადამიანს… არ მინდა რაღაც ვითომდა “ფილოსოფიური აბდაუბდა” გამომივიდეს არა და ასე გამოდის :დ

შემჭკნარ,გაყვითლებულ,ტალახიან ფოთლებს ჰგავს სიცოცხლე… აივანზე გასულს თვალს მჭრის თეთრი, ქათქათა თოვლი… დაკვირვებიხართ თუ როგორ ფარავს, ნიღბავს ამ “სიბინძურეს”  ?ალბათ ამიტომ მიყვარს ზამთარი და თოვლი ასე ძალიან.ჩვენ – “ადამიანებს” ხომ ასე ძალიან გვიყვარს,გვახარებს და გვახალისებს ეს ლამაზი ფასადები.არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის “მაღალფარდოვანი” , “ზე-ამაღლებული” გამონათქვამები თუ რაღაც “სიბრძნეები”,რომლებსაც ცხოვრებისა და საერთოდ სიცოცხლის დასახასიათებლად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ფაქტია ცხოვრება არც ისე “მშვენიერია” , არ ვიცი რამდენად გვინგრევს ცხოვრება ოცნებებს,ისე  ამას  ისე კარგად აკეთებს,რომ ესეც კი მშვენიერიაო ამბობენ<< არც ესაა ისე სარწმუნო…და საერთოდ როცა ამ “რაღაცაზე” ვფიქრობ ბევრი “არ ვიცი” მიგროვდება… ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა…

სიცოცხე საჩუქარია! ვიღაცისგან ნაჩუქარი, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმას ვფიქრობთ ვინ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი ამ ფიქრში საჩუქარიც ქრება და ვრჩებით მხოლოდ ცივ ქვაზე გამოხატული პორტრეტები !  ხო და აღარ მინდა ფიქრი !