აღარ

    პირველად ხელებზე შევხედე, მერე მხრებზე… წამწამებზე და ბოლოს ტუჩებზე. გრძელი თითები ისეთი თხელი და ლამაზი ჰქონდა, რომ ახლაც ვერ ამოვიგდე ის კადრი მეხსიერებიდან. მაღალი, ხმელი და ისეთი მხრები (ბეჭები) აქვს მე რომ მიყვარს ^^ მწვანე თვალები და ბრაზიანი გამოხედვა… არა და სულაც არ არის ბრაზიანი.წვრილი პატარა ტუჩები და ოდნავ მოშვებული წვერი…დაბალი ტონალობის ხმა და დინჯი საუბარი…

     ღრმად ამოვისუნთქე და გადავკოცნე, ისევ ის სურნელი… ვიცოდი უაზროდ მელაპარაკებოდა და იმას არ ამბობდა რასაც ფიქრობდა, არც მე მიკითხავს, ვიცოდი რაღაც ცუდი იყო. წავალო მითხრა, არ მინდოდა გაშვება, სახლში ავედით ყავის დასალევად. შევამჩნიე ნერვიულად სვამდა და უხერხული გრძნობებისგან გასათავისუფლებლად რაღაც იდიოტურ შოუზე იღიმებოდა… ბოლოს წასვლა გადაწყვიტა, ყოყმანე(ო)ბდა, გავუადვილე გადაწყვეტილების მიღება და წასვლა ვთხოვე 🙂 ვიცოდი ასე აჯობებდა ორივესთვის…

   ჰო და წავიდა… მას შემდეგ აღარ გამოჩენილა,არც მინდა… ვიცი ადრე თუ გვიან ისევ ისე მოვა როგორც დღეს, მაგრამ უკვე მართლა ძალიან გვიან იქნება, აი ისე გვიან ის ფრაზაც, რომ აღარაფერს შველის – “სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”-ო. მოვა და ვიცი ისევ ის აზრები შეაწუხებს რაც დღეს… აღარ მინდა წელიწადშ ერთხელ მისი გამოჩენის შემდეგ ისე განადგურებულად ვიგრძნო თავი,როგორც არასდროს, აღარ მინდა ის დღე როცა მას ვნახავ, თეთრი,უძილო ღამით დასრულდეს, აღარ მინდა ჩემზე მცდარი წარმოდგენები ჰქონდეს, და კიდევ ათასი აღარ…

   ისევ ღრმად ამოვისუნთქე და უკვე აღარ ველოდები…

აღარ მინდა ფიქრი !

   არ ვიცი როდის დავიწყე ამაზე,მაგრამ ფაქტია “მეფიქრებოდა” ქვეცნობიერად(ალბათ სიკვდილზე ფიქრის პარალელურად:დ)… სიცოცხლე  წყვდიადით მოცული “რაღაც” მგონია(ვერა და ვერ გავარკვიე რა არის ეს “რაღაც”), არ იცი, საიდან მოდის,სად მიდის, საერთოდ  სად არის თავი და ბოლო… (იმის მაგივრად რომ ახლა ავდგე ამ წყეული ლეპტოპიდან და ანატომია ვიმეცადინო,მორიგ კრეტინობას ვწერ და თან სინდისი არც კი მაწუხებს :დ  )

არ ვიცი რას და როგორ ფიქრობენ სხვები,ან საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ თემაზე,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ,რომ ადრე თუ გვიან ყველა,განურჩევლად სქესის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის,კანის ფერის და სხვა ბევრი ასეთი კრეტინული ვითომდა “განსხვავების” მიუხედავად  მაინც ფიქრობს სიცოცხლეზე,თუ სიკვდილზე… მგონია რომ ეს ორი “რაღაც” არ არსებობს ერთმანეთის გარეშე…  ერთადერთი რაც ვიცი ისაა,რომ სიკვდილი ლოგიკური დასასრულია იმისა რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით,რომელიც ასე აშინებს და თრგუნავს ადამიანს… არ მინდა რაღაც ვითომდა “ფილოსოფიური აბდაუბდა” გამომივიდეს არა და ასე გამოდის :დ

შემჭკნარ,გაყვითლებულ,ტალახიან ფოთლებს ჰგავს სიცოცხლე… აივანზე გასულს თვალს მჭრის თეთრი, ქათქათა თოვლი… დაკვირვებიხართ თუ როგორ ფარავს, ნიღბავს ამ “სიბინძურეს”  ?ალბათ ამიტომ მიყვარს ზამთარი და თოვლი ასე ძალიან.ჩვენ – “ადამიანებს” ხომ ასე ძალიან გვიყვარს,გვახარებს და გვახალისებს ეს ლამაზი ფასადები.არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის “მაღალფარდოვანი” , “ზე-ამაღლებული” გამონათქვამები თუ რაღაც “სიბრძნეები”,რომლებსაც ცხოვრებისა და საერთოდ სიცოცხლის დასახასიათებლად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ფაქტია ცხოვრება არც ისე “მშვენიერია” , არ ვიცი რამდენად გვინგრევს ცხოვრება ოცნებებს,ისე  ამას  ისე კარგად აკეთებს,რომ ესეც კი მშვენიერიაო ამბობენ<< არც ესაა ისე სარწმუნო…და საერთოდ როცა ამ “რაღაცაზე” ვფიქრობ ბევრი “არ ვიცი” მიგროვდება… ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა…

სიცოცხე საჩუქარია! ვიღაცისგან ნაჩუქარი, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმას ვფიქრობთ ვინ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი ამ ფიქრში საჩუქარიც ქრება და ვრჩებით მხოლოდ ცივ ქვაზე გამოხატული პორტრეტები !  ხო და აღარ მინდა ფიქრი !