ნარინჯისფერი

ოქტომბერი იწურება.ცხრა საათზე უკვე ღამეა. ქუჩაზე გადასასვლელ ხიდზე ვზივარ წვიმისგან ჩამონადგურებულ-ჩამოთოვილი და რაღაცებს უაზროდ ვწერ ფურცელზე, ხანაც გიჟებივით მოძრავ მანქანებს გავხედავ “ყოველი შემთხვევისთვის” და ნისლში გახვეულ შენობებზე თვალი მიშტერდება.სველი თმიდან წვეთები შუბლზე ინაცვლებს,შემდეგ ცხვირს მიუყვება და ფურცელს მისველებს.გული ისეთი აჩქარებული მაქვს სადაცაა შემომეფლითება მგონი.უცნაური ემოცია მადნება სხეულზე, აი სულ ახალი, არასდროს, რომ  მიგრძვნია ისეთი.ხანდახან ვცდილობ თავი დავაღწიო, ხანდახან პირიქით, გავიყურსები და ყურს ვუგდებ ხოლმე. ვეღარ გავიგე მსიამოვნებს თუ არა. თან ჰო და თან არა… მექანიზმგაფუჭებულ დაჟანგ(ებ)ულ საათს ვგავარ, წამების ისარი რვიანთან,რომ იჭედება და თავს ვეღარ აღწევს. ავირიე დროში, განზომილებაში… ათასი გრძნობა ირევა ერთდროულად.რაღაც სიღრმეში მტკივა,მიხარია,მწყინს,მენატრება,მიყვარს… ერთდროულად ყველა გრძნობა იღვიძებს მისი დანახვისას.სენტიმენტალური,რომანტიკული და  ასეთი რაღაცები არასდროს მჭირდა, არც ახლა მჭირს, უბრალოდ რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ათასი ფინჯანი ყავა დამელიოს და გული მიფრიალებდეს,ხანდახან მეჭმუჭნებოდეს, აი ისე რაღაც ქაღალდს, რომ მოვკუჭავთ ხოლმე.იმაზე მეცინება, თუ მეტირება ჯერ ვერ გავარკვიე, ვერაფერს,რომ ვერ გრძნობს,ხეპრე და ინფანტილური რომაა და ისევ ის ძველი, რომ უყვარს(ისიც ვერ გაურკვევია ისევ უყვარს თუ აღარ).კითხვაზე,თუ რა ფერი და სუნი აქვს ბედნიერებას გაოცებულ სახეს,რომ იღებს და უაზრობას უწოდებს.ამბობს,სიყვარულის გარეშე ბედნიერად ვარო,ამ სიტყვებზე ამაკანკალებს ხოლმე და კიდევ ბევრი ყავა მემატება გულზე,ძალიან ბევრი. აღარ მინდა მისი დანახვა, არა ზიზღი და ბრაზი კი არა, უბრალოდ აღარ მინდა ის უცნაური შეგრძნებები, დავიღალე. არა და ამ დროს გონებაში მიტივტივებს ფრაზა,რაღაც უაზროდ ამოჩემებული : “მომბეზრდა ჩემი სიმარტოვის ნოტები და ერთუგელბა მომენატრა… როგორც არასდროს”.არა და სიცივის და შემოდგომის ბრალია, მიმძაფრდება ხოლმე ასეთ დროს უბრალო გაცვეთილი შეგრძნებებიც კი, რომელსაც ზაფხულის პაპანაქებაში ალბათ ყურადღებას არც ვაქცევ.ათასი მეგობრით გარემოცულიც კი,მარტოსულად,რომ გრძნობ თავს ის პერიოდია,სიბნელე,რომ ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის პერიოდია,სიჩუმე,რომ ყველაზე კარგი მელოდიაა აი ის პერიოდია…

რატომ ნარინჯისფერი? უბრალოდ ახლა ნარინჯისფერი ფოთლების სუნი მცემს და ამ გრძნობას სხვა-ფრად ვერც აღვიქვამ

და უკვე მერამდენედ ვუყურებ ფილმს “Le Fabuleux destin d’Amélie Poulain”

Advertisements

Citipointe Live

დიდი ხანია ეს ჯგუფი აღმოვაჩინე და მინდოდა მათთვის გამეცნო ვინც ჯერ არ იცის. მოკლედ ბევრს ვერაფერს მოგიყვებით მათ შესახებ,მაგრამ… მოკლედ ორიოდ სიტყვით Citipoint Live არის შედგენილი ამავე სახელწოდების ქალაქის ადგილობრივი ეკლესიის წევრებით(მრევლით ან რავი რაც გინდათ ის დაარქვით:დ), მოკლედ ჯგუფში გაერთიანებულია დაახლოებით სამასამდე ადამიანი, რომელთან ასე თუ ისე კარგი ვოკალური მონაცემები აქვთ 🙂 თუმცა რა თქმა უნდა რამოდენიმე ძირითადი ვოკალისტი გამოიყოფა: ვრცლად

გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

პირველად იყო… და იქმნა ?!

       მსოფლმხედველობა არის იდეათა და შეხედულებათა სისტემა სამყაროზე,მასში ადამიანის ადგილსა და  ურთიერთდამოკიდებულებაზე.სწორედ ეს კითხვაა ასე,რომ სტანჯავს და აწუხებს კაცობრიობას.

     ფილოსოფია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ,იგი არის მსოფლმხედველობა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თითქოს მარტო ფილოსოფია იყოს მსოფლმხედველობა.ყოველი ფილოსოფია მსოფლმხედველობაა,მაგრამ არა ყოველი მსოფლმხედველობა არის ფილოსოფია(გარდა ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა).

მსოფლმხედველობის კერძო საახები არსებობს :ფილოსოფიური, მითოლოგიური და რელიგიური. მითოლოგიური და რელიგიური ფილოსოფიური მსოფლმხედველობისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ წარმოადგენენ იდეათა და მშეხედულებათა მწყობრ მეცნიერულ სისტემას. ყოველი მათგანი სამყაროს შექმნას სხვადასხვაგვარად განიხილავს.

მითოლოგიური : თავდაპირველად იყო წყალი და წყვდიადი(ქაოსი), მიწა და ცა.  ადამიანი ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისი ბედი კი  წინასწარაა განსაზღვრული(ბედის ფატალური გარდაუვალობა).მისი წარმოდგენა არ სცილდება მითის(ზღაპრის) დონეს.

რელიგიური : ამ მსოფლმხედველობის თავისებურება ისაა, რომ იგი რელიგიურ წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე.აქ ჩვენ „წარმოდგენას“ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ რელიგიური მსოფლმხედველობა ეყრდნობა რწმენას და არა ცოდნას, „მწამს,რადგან აბსურდია“ , – ამბობდა პირველი საუკუნის თეოლოგი ტერტულიანე,რითაც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ რელიგიის სფერო რწმენის სფეროა.

ფილოსოფიური : ის არის იდეათა და შეხედულებათა მწყობრი  სისტემა სამყაროზე.იგი ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას,ამიტომ მთავარი განსხვავება რელიგიურსა და ფილოსოფიურს შორის იგივეა, რაც რელიგიურ რწმენასა და მეცნიერულ ცოდნას შორის. ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ორი სახისაა : იდეალისტური და მატერიალისტური. იდეალისტური თითქმის ყველა საკითხში ეთანხმება რელიგიას, პირველ რიგში კი სამყაროს წარმოშობის საკითხში.მატერიალისტურის მიხედვით სამყარო არავის მიერაა შექმნილი.იგი მარადიულად არსებულია.ამ მსოფლმხედველობის მიხედვით დასაბამიდან არსებობდა  მატერია და მისი მოძრაობა.შესაბამისად, კითხვა : ვინ შექმნა სამყარო? სრულიად უადგილო და ზედმეტია.ამას არ ეთანხმება იდეალისტური და მით უმეტეს რელიგიური მსოფლმხედველობა,რომლის პოზიცია სამყაროს წარმოშობის შესახებ კარგად მოგვეხსენება ყველას.

  ათეისტს შეუძლია დასვას კითხვა : კი,მაგრამ თვითონ ღმერთს  ვინ ქმნის ? მატერიალისტები სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის წინააღმდეგ გამოდიან,ღმერთისაგან სამყაროს შექმნას იმიტომ არ ეთანხმებიან, რომ უჭირთ იმის დაჯერება რასაც თვალით ვერ ხედავენ,თუნდაც სამყაროს შექმნას.მათი მსჯელობა დაახლოებით ასეთია : მე არ მინახავს,როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო,როგორ აქცია წყალი ღვინოდ და ა.შ.  ეს ემპირიკოსისათვის სერიოზული არგუმენტია,სინამდვილეში კი ძალზე უსუსური არ, რადგან ჩვენ რომ მხოლოდ იმის ამარა ვიყოთ, რასაც თალით ვხედავთ, არავითარი მეცნიერული ცოდნა გვექნებოდა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იდეალისტურ და მატერიალისტურ მსოფლმხედველობებს ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებითაც.მატერიალისტისთვის ადამიანი მოკვდავი, წარმავალი არსებაა.არ სცნობს სულს და მის უკვდავებას.იდეალისტისთვის სული უკვდავია.იგი ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ სამყაროს წარმოშობის ,სიკვდილის თუ სიცოცხლის შესახებ ეს კითხვები კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნება პასუხგაუცემელი.მიუხედავად მისი  ბანალურობისა.

 

 

წყარო : რევაზ ბალანჩივაძე – ფილოსოფია როგორც მსოფლმხედველობა

 

მშობლებს, რაღაც ,,წერილივით” ^_^

                  ეს თეგ თამაში ელიმ დაიწყო,ხოდა მეც მომეწონა და ავყევი :))მმ წინასწარ მეცოდებიან ჩემი მშობლები :დ ვრცლად

მე გადმოვცურავ ზღვას…

…ვალსივით ¾ ტაქტიან ქართულ პოეზიაში, ირაკლიმ ჯერ 6/4 – იანი მძიმე როკი მოიტანა. მერე კი ეს ექვს, თორმეტ…ათას ტაქტიანი პოეზია მუსიკად აქცია. ქართულ საავტორო მუსიკაში არასოდეს არავის არ დაულაგებია ასეთი სიტყვები ასეთ ნოტებზე, ასეთი სიყვარულით, სიფრთხილით, « ანარქიული სიზუსტით‘ »… პოეზია მისი ვულკანი იყო. მუსიკა, სიმღერები კი – გეიზერები … ვრცლად