ბებო

ვზივარ ყველაზე უაზრო , უინტერესო ლექციაზე, გაყინულ აუდიტორიაში და ყველაფერზე ვფიქრობ დაავადების პრევენციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის გარდა. საერთოდ არაფერ შუაშია ასეთი შესავალი, მაგრამ მსმენია ნამდვილი მწერალი უცილობლად გარემოს აღწერით იწყებს თავის ნაწარმოებსო. შევეცადე “ნამდვილი მწერალივით” დამეწყო.

გათოშილს, ბებოს იმერული ოდა და აგიზგიზებული ბუხარი მენატრება. ფიქრს, უკვე მეათასედ მაწყვეტინებს კარის ჭრიალი და დაგვიანებით შემოსული კურსელის ფხაკუნი. ვცდილობ ყურადღება მოვადუნო და ისევ ოდაზე, იმ სითბოზე ვიფიქრო ბებოს გულში ჩაკვრისას, რომ ვგრძნობ ხოლმე. მისი ბუთქუნა, ტკბილი ხელებით გაკეთებული მჭადის და მწვანე ლობიოს სუნი ახლაც ცხვირში მიღიტინებს.

ლექტორის ხმამაღლა ამოგმინვა და ფიქრის გაწყვეტა ერთი იყო. ვეღარ მოვუყარე მოგონებებს თავი. ფანჯრიდან ხმაურიანი, მტვრიანი, უღიმღამო ქუჩა მოჩანს და ამ დროს უფრო მიმძაფრდება ბებოს ეზოში ამობიბინებულ კოინდარზე წამოკოტრიალების სურვილი. მენატრება მდინარის ხმა, სიჩუმეს რომ მირღვევდა , წიგნის კითხვას მაწყვეტინებდა და საჭყუმპალაოდ მიხმობდა. მენატრება ჩემი ძმის დაჭერილი თევზი რომელსაც არცერთი ვჭამდით 🙂

ბებო სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა. ისეთი მკაცრი ყოფილა ბავშვებს სახლშიც “მონსტრი” ეგონათ. თუმცა ჩვენთან სულ სხვანაირი იყო, აი ისეთი, ნამდვილი ბებო 🙂 არასდროს ავიწყდებოდა სკოლიდან წამოსულს გზად “ბულკების” ყიდვა. არასდროს ავიწყდებოდა ოთხშაბათობით სოფლის ცენტრში გამართულ ბაზრობაზე წასულს აუცილებლად რა უნდა მოეტანა პირის ჩასატკბარუნებლად.

მენატრება იმ ნარდის ქვების ხმა ბებო და ერეკლე გამუდმებით რომ აგორებდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ჩემი ძმა თუ არ ეთამაშებოდა ის მაინც თავისთვის მარტო თამაშობდა 🙂 მდინარეზე გაქცეულებს უკან გვაბრუნებდა ქუდის დასაფარებლად.

მენატრება მისი შერექმეული და ათასგვარად გადაპრანჭული ჩემი სახელი თიკო-თაკო-თაკუნა. ჰო სამივეს მიყოლებით ერთროულად მეძახდა  ჩემი ბებიტიტო 🙂

Advertisements

ნარინჯისფერი

ოქტომბერი იწურება.ცხრა საათზე უკვე ღამეა. ქუჩაზე გადასასვლელ ხიდზე ვზივარ წვიმისგან ჩამონადგურებულ-ჩამოთოვილი და რაღაცებს უაზროდ ვწერ ფურცელზე, ხანაც გიჟებივით მოძრავ მანქანებს გავხედავ “ყოველი შემთხვევისთვის” და ნისლში გახვეულ შენობებზე თვალი მიშტერდება.სველი თმიდან წვეთები შუბლზე ინაცვლებს,შემდეგ ცხვირს მიუყვება და ფურცელს მისველებს.გული ისეთი აჩქარებული მაქვს სადაცაა შემომეფლითება მგონი.უცნაური ემოცია მადნება სხეულზე, აი სულ ახალი, არასდროს, რომ  მიგრძვნია ისეთი.ხანდახან ვცდილობ თავი დავაღწიო, ხანდახან პირიქით, გავიყურსები და ყურს ვუგდებ ხოლმე. ვეღარ გავიგე მსიამოვნებს თუ არა. თან ჰო და თან არა… მექანიზმგაფუჭებულ დაჟანგ(ებ)ულ საათს ვგავარ, წამების ისარი რვიანთან,რომ იჭედება და თავს ვეღარ აღწევს. ავირიე დროში, განზომილებაში… ათასი გრძნობა ირევა ერთდროულად.რაღაც სიღრმეში მტკივა,მიხარია,მწყინს,მენატრება,მიყვარს… ერთდროულად ყველა გრძნობა იღვიძებს მისი დანახვისას.სენტიმენტალური,რომანტიკული და  ასეთი რაღაცები არასდროს მჭირდა, არც ახლა მჭირს, უბრალოდ რაღაც სხვანაირად ვგრძნობ თავს.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ათასი ფინჯანი ყავა დამელიოს და გული მიფრიალებდეს,ხანდახან მეჭმუჭნებოდეს, აი ისე რაღაც ქაღალდს, რომ მოვკუჭავთ ხოლმე.იმაზე მეცინება, თუ მეტირება ჯერ ვერ გავარკვიე, ვერაფერს,რომ ვერ გრძნობს,ხეპრე და ინფანტილური რომაა და ისევ ის ძველი, რომ უყვარს(ისიც ვერ გაურკვევია ისევ უყვარს თუ აღარ).კითხვაზე,თუ რა ფერი და სუნი აქვს ბედნიერებას გაოცებულ სახეს,რომ იღებს და უაზრობას უწოდებს.ამბობს,სიყვარულის გარეშე ბედნიერად ვარო,ამ სიტყვებზე ამაკანკალებს ხოლმე და კიდევ ბევრი ყავა მემატება გულზე,ძალიან ბევრი. აღარ მინდა მისი დანახვა, არა ზიზღი და ბრაზი კი არა, უბრალოდ აღარ მინდა ის უცნაური შეგრძნებები, დავიღალე. არა და ამ დროს გონებაში მიტივტივებს ფრაზა,რაღაც უაზროდ ამოჩემებული : “მომბეზრდა ჩემი სიმარტოვის ნოტები და ერთუგელბა მომენატრა… როგორც არასდროს”.არა და სიცივის და შემოდგომის ბრალია, მიმძაფრდება ხოლმე ასეთ დროს უბრალო გაცვეთილი შეგრძნებებიც კი, რომელსაც ზაფხულის პაპანაქებაში ალბათ ყურადღებას არც ვაქცევ.ათასი მეგობრით გარემოცულიც კი,მარტოსულად,რომ გრძნობ თავს ის პერიოდია,სიბნელე,რომ ყველაზე მეტად მსიამოვნებს ის პერიოდია,სიჩუმე,რომ ყველაზე კარგი მელოდიაა აი ის პერიოდია…

რატომ ნარინჯისფერი? უბრალოდ ახლა ნარინჯისფერი ფოთლების სუნი მცემს და ამ გრძნობას სხვა-ფრად ვერც აღვიქვამ

და უკვე მერამდენედ ვუყურებ ფილმს “Le Fabuleux destin d’Amélie Poulain”

CO(LD)OL :)

    მცივა.

არა ახლა რამე წამხატვრულო ჩანახატის დაწერას არ ვაპირებ :დ მართლა ძალიან მცივა. აგიხსნით რაში იყო საქმე. მოკლედ, რა თქმა უნდა ჩემი “დალაგებულობის” ამბავი ცნობილია მკითხველისთვის 🙂 ხო და ამ “დალაგებული” აზრების წყალობით აღმოვჩნდი საღამოს ათ საათზე, მდინარეზე ლაგოდეხის ნაკრძალში. მოგეხსენებათ მთის მდინარე პაპანაქება სიცხეშიც კი საკმაოდ ცივია, მე კი იმ იმედით ავედი, რომ საღამოს შედარებით თბილი დამხვდებოდა. მაგრამ, ნურას უკაცრავად(ვერ მოგართვით :მიშა: :დ), დედაბუნებამ სასტიკად გამწირა, დამჩაგრა და დამცინა 😀  სიბნელის გამო ვერაფერს ვარჩევდი ტყეში. თავიდან ჩემ მეგობარს შეეშინდა, მაგრამ მოგვიანებით უკუ აგდო თავისი ადამიანური სისუსტეები და გმირულად გამომყვა უკან.როგორც იქნა მივაღწიეთ მდინარეს.წყალი იყო საოცრად ცივი, გაყინული.აი სიტყვებით ვერ ავხსნი ისეთი. თავიდან, ჩვენი ერთი ხმამაღალი შეკივლებისა, მალე შევეჩვიეთ წყალს და სასიამოვნოც კი გახდა.ასე კარგად არასდროს მიჭყუმპალავია,მართლაც რაღაც ძალიან კარგი იყო. აი რუსები რომ იტყვიან საოცარი

ზუსტად ამ ადგილას არ მიბანავია,მაგრამ ისიც ასეთია რა 🙂

მზერით “კრუუუტა”-ო ისე დამემართა… ძალიან მაგარი იყო… საოცრება… ხო სულ დამავიწყდა ბითლზის მთელი ფლეილისტი ვიმღერეთ ბოლო ხმაზე… თან ჩემი დაქალი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს ვინმე არ დაგვადგეს ამხელა ხმაზე,რომ ვჯღნავითო :დ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს სიამოვნება 🙂 ბოლოს როგორც იქნა მივხვდით, რომ სხეულის ვერცერთ ნაწილს ვგრძნობდით და უკან დაბრუნება ვარჩიეთ… მეგობარი საკმაოდ ახლოს ცხოვრობს ტყესთან და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა სველი წამოტანტალება (არაფერი წაგვიღია პირსახოცის და გამოსაცვლელის მსგავსი :დ ტანსაცმლის შიგნით საცურაო კოსწწწიუმები გვეცვა და მერე პირდაპირ კაბები ჩამოვიკვეხეთ :დ).მე კი თითქმის მთელი “ქალაქის” გადაჭრა დამჭირდა სახლში მისაღწევად. ხალხის რეაქციას ჩემ გაწუწულ ტანსაცმელზე და თმაზე აღარ აღვწერ :დ ახლა კი როგორც იქნა მოვაღწიე სახლში, დაღლილი, ცოტა შეციებული (სასიამოვნოდ), ცხელი, ქაფქაფა ყავის ჭიქით ხელში ვწერ ამ უაზრო პოსტს და გიზიარებთ  უაზრო განცდებს.

პ.ს. სიყვარულით და ზაფხულის სასიამოვნოდ გატარების იმედით აღვსილი თქვენი Butterfly 🙂

მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

ლეპტოპი გამიფუჭდა.შესაბამისად დიდი ხანია არაფერი დამიწერია.მგონი უკვე ერთი თვეა.თითქოს გადავეჩვიე კიდეც,თითქოს კი არა ნამდვილად.არა და იმდენი მქონდა მოსაყოლი…  პრინციპში ახლაც მაქვს,მაგრამ ერთ პოსტში ნამდვილად ვერ გადმოვცემ და ახლა მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები :დ მომენატრეთ…მართლა,მართლა… წესით ახლა აკადემიურის დავალებას უნდა ვწერდე. როგორ მომენატრა ჩემი ბლოღი :დ აი მივხვდი რომ თურმე მართლა მყვარებია :დ ჩემი ბლოგი სამი თვის გახდა და ნორმალურადაც ვერ გადავუხადე დაბიდუბი :დ

ვრცლად

გილოცავ შეჩ :D

რა სხვანაირი დღეა … არა და ვაფშე არა :დ მე მეჩვენება პროსტა :დ ასე უბედურედ პოსტს პირველად ვწერ :დ მოკლედ რაშია საქმე,დღეს ბოლო წუთებს ვითვლი მე-17 წელში ყოფნისააა…ფუუ ტეხავს ბლიაძ…არ მომწონს რაღაც ეს თვრამეტი…რა უბედურებაა…ვახხხ…თან მარტოდმარტო ვარ…მგონი პირველად ვარ მარტო ასეთ დროს…მახსოვს ჩემი ძმა შემოქანდებოდა ხოლმე პირველი და მილოცავდა:”გილოცაავ ძმაა”…მერე მოჰყვებოდნენ დანარჩენებიც და წავიდოდა მტლაშა-მტლუში :დ მეც ბედნიერი სახით ვისმენდი ათას მოლოცვას…ვიღებდი უაზრო საჩუქრებს,რომლებსაც დღემდე ვინახავ რატომღაც… არასდროს ვემზადებოდი წინასწარ ამ დღისთვის…სპონტანურად მიყვარდა ”ყოლიფერი” :დ აი ახლაც საერთოდ არ ვაპირებდი პოსტის დაწერას,იმიტომაც ვწერ ასეთი ”სასწაული” სიტყვებით :დ თან ყოველ მეორე სიტყვაში ბლიაძ და ფაქ :დ:დ რა უბედურებაა :დ მოკლედ რაღაც არა-ორდინალური დღე მითენდება აშკარად :დ ხო და ბევრი,რომ აღარ გავაგრძელო გილოცააავ ჩემო თავოო :დ:დ დალშე ბანალურებს აღარ გავაგრძელებ რა :დ:დ ჯანმრთელობა და რაღაც ეგეთები :დ
მარიამს მოულოცავს თავისთან პოსტით :)) ღმერთოო როგორ გამეხარდაა <3<3 მაარ :*:*

მშვიდი ცურვა ეიფორიაში


არ მეგონა ოდესმე ასეთ რამეს თუ დავწერდი,მაგრამ… მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაში ალბათ ყველაფერი ხდება.ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ თითქოს მარტო…სულ მარტო ვარ ამ უზარმაზარ სამყაროში.პრინციპში ალბათ მართლა მარტო ვარ.გულს ვეღარ ვგრძნობ…ხანდახან მგონია,რომ ადამიანი აღარ ვარ…ვეღარ ვტირი…მინდა,თან ძალიან მინდა,მაგრამ არ შემიძლია.უზარმაზარ სიცარიელეს ვგრძნობ…სულს შესცივდა,მაგრამ არამგონია ოდესმე გათბეს. ვერ ვწერ ალბათ გულისამაჩუყებელ სიტყვებს,მაგრამ არც ვცდილობ…ღარიბი ვარ,სულით… მუზები გამექცნენ,ვერ დავეწიე…არც თან წამიყვანეს ,რომ მეც დამესვენა… მეტი