ბნელა

მეგონა ეს პოსტი აქტუალობადაკარგული იყო, რადგან ასე თუ ისე თითქოს ქვეყანაში ვითარება გამოსწორდა, თითქოს…

17-მა  მაისმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა. მინდა კორექტული ვიყო და არ დავემსგავსო იმ ნაცრისფერ გაცხოველებულ მასას ძალა რომ ერჩის, მამაოს ქადაგებით სიძულვილს და ძალადობას, რომ თესენ. 20 წუთიან მდუმარე ფლეშმობს ამდენი გაცხოველებული ადამიანი დასხმოდა თავს პირველად ვნახე.

ბევრს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ რამოდენიმე “მსუბუქი” სქრინი : ვრცლად

Advertisements

LGBT

რატომ არსებობენ ჰომოფობები? ეს იგივეა დავსვა კითხვა რატომ არსებობს ბოროტება ამ ქვეყნად. და არც აქვს ალბათ პასუხი.არასდროს მქონია ვინმეს მიმართ ზიზღი, ალბათ ამიტომ მიკვირს “საზოგადოების”  “რაღაცნაირი” დამოკიდებულება ჰომოსექსუალების მიმართ… ერთი ცხადია – იყო ჰომოფობი არჩევანია, ჰომოსექსუალობა – არა. შეიძლება რამეს აბდაუბდად ვწერ,მაგრამ ყოველთვის მინდოდა ამ თემაზე დამეწერა.განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ერთ-ერთ ფბ-ს ჯგუში ასეთ კომენტარებს გადავაწყდი ჰომოსექსუალ მამაკაცებთან დაკავშირებით : ვრცლად

ერთადერთი ქვეყანა, სადაც…

საქართველო :

 

  •  ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც კორპორატიული ტარიფები სამომხმარებლოზე მაღალია.
  • ერთადერთი ქვეყანა, სადაც გზებს “კერავენ”.
  • ევროპის ქვეყნებიდან  ერთადერთია, რომელსაც 26 ათასამდე პატიმარი ჰყავს. ხოლო ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის უფლება არ აქვთ.
  • ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თავისი მკურნალობის ხარჯების 80% თავად პაციენტი ფარავს.
  •  არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ასხვისებს მიწას.
  • არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დონალდ ტრამპის ჩამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ანალიტიკური ცენტრის ან პოლიტოლოგის გამოკვლევა.
  • ერთადერთი ქვეყანაა სადაც “სიტყვის თავისუფლებაა”, უბრალოდ თუ ხელისუფლების რომელიმე ქმედებაზე განსხვავებული აზრი გაქვს და ეს “ზევით” ვინმეს ყურამდე მივიდა მოსალოდნელია სტუდენტის სტატუსის შეჩერება, სამსახურიდან გათავისუფლება და მისთანანი.
  • ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ჰომოფობიასთან ბრძოლის  საერთაშორისო დღე გეი აღლუმად გამოაცხადეს.
  • არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც 90 % უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული (არა ერთი:დ) და აქედან მხოლოდ ნახევარმა თუ იცის წილადის შეკვეცა.
  • ერთადერთია სადაც როკი სატანისტურ მიმდინარეობად ითვლება, ერთადერთია სადაც ემო , გოთი , პანკი და ა.შ ყველა სატანისტი და ეშმაკის მოციქულია (ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიბუგებიან კახპები მაგენი :დ)
  • ერთადერთი ქვეყანაა სადაც საქალწულე აპკი უფრო ფასობს ვიდრე ადამიანის ბუნება და დადებითი მხარე(სხვისი ნახმარის რა მის ფეხებად უნდა აბა).
  • ერთადერთი ქვეყანაა სადაც  ცოლთან პრეზერვატივის გამოყენება სირცხვილია, “ტეხავს”

 

ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, უბრალოდ ახლა მხოლოდ რამოდენიმე პუნქტით შემოვიფარგლე…                                                 და ბოლოს….