ზოგჯერ არის რაღაც გვიან

როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა პრობლემები არ არსებობს, არსებობს სინანული რომ დრო არ გეყო…

ამას ვეღარ შევცვლით.

მინდა რამე დადებითი დავწერო, მაგრამ არ მოდის ეს ოხერი პოზიტივი ასე მარტივად ჩემ ბნელ ცხოვრებაში.

თუმცა არის ერთი.

ადამიანებთან ურთიერთობა;  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან მარტივად მიყვარდება ადამიანი და მერე მთელი ცხოვრება მიყვარს (მომავალში ალბათ იქნება გამონაკლისი). უმეტესობისთვის გაუგებარია ალბათ, ჩემთვის კი დოპინგივითიაა, თუ გარკვეულ მომენტში ვინმეს ახალს არ გავიცნობ “ლომკა” მკლავს, სულს მიხუთავს, მახრჩობს.

დღემდე მჯერა რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ.

მეც ვზივარ ამ უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე და ვტრიალებ დაუსრულებლად.

ისე არასდროს მიფიქრია, ვინ და რატომ შეარქვა ამ ბორბალს ეშმაკის?

არაუშავს, ყველა კვდება, ეს მაინცაა გარკვეული ამ ცხოვრებაში.

ვკოტრიალებ ოქროსფერ ყანაში.

ვქანაობ ხის საქანელაზე.

-სულელი ვარ, სულელი ვარ, სულელი ვარ…

ყველა რომ კვდება უკვე ვთქვი?

და ამ დროს ხვდები რომ რაღაც არის ძალიან გვიან.

 

 

Advertisements

Bitch butterfly, go fuck yourself

მთვარე  ცაზე ზანტად რომ მიიზლაზნება, აი ისეთი ხასიათი მაქვს…

“სემიჩკა” ფილმის ანტიჰეფიენდური დასასრულივით ვარ,

ჭიან ბალს ვგავარ, გარედან ღაჟღაჟა და ლამაზი, აი შიგნით კი ჩამპალი და ჩაჭიანებული…

არაფერი ტკივათ და მაინც ცუდად, რომ არიან აი ისეთი ვარ,

საშინლად უხასიათო, უმადური და უჟმური სახე მაქვს (ალბათ ასეთიც ვარ)

19 წლის ისევ მშობლების კმაყოფაზე, რომ ცხოვრობენ აი სწორედ ის ვარ… უი უი 24 ოქტომბრის მერე უკვე 20ის

ყველასგან მიტოვებულ-მიგდებული ამოვწყდები სადმე ქალაქის ბინძურ კუთხეში და საბოლოო ძალებს საკუთარი საფლავის გასათხრელად მოვიკრებ

არასდროს ბოლომდე რომ არ ასრულებს თავის მოვალეობას აი ის სტუდენტი ვარ

ტყუილი რომ არ უყვართ მაგრამ მაინც იტყუებიან(ხანდახან) აი ის ვარ

ბევრი ცუდი “აი აი აი ის”   ვარ და დილით სარკეში რაღაც სამოტივაციო ვიდეოებიდან დამუღამებულ დებილ ფრაზებს მაინც რომ ვეუბნები საკუთარ თავს აი ის ვარ

საკუთარ თავზე საუბარი რომ არ უყვართ და მაინც სულ საუბრობენ აი ის ვარ.

hate

წერტილი.