რა არის აუტიზმი?

autism

  რა არის აუტიზმი?

  აუტიზმი და აუტისტური სპექტრის აშლილობები (ასა) განვითარების ზოგად აშლილობებს მიეკუთვნება და ახასიათებს პრობლემების არსებობა 3 სფეროში: მეტყველების, კომუნიკაციისა და ქცევის, რაც გამოვლინდება სამი წლის ასაკამდე. უკანასკნელ პერიოდშ ამ მდგომარეობათა სიხშირემ საგრძნობლად იმატა, 2012 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკა (88 ბავშვიდან 1) უფრო დამძმდა და უახლესი ინფორმაციით 68 ბავშვიდა 1-ს აქვს  აუტიზმი. კვლევებით დასტურდება, რომ ადრეული ამოცნობა და დროული, 24 თვემდე დაწყებული ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს- 2ჯერ იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ახერხებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ვრცლად

დაუნის სინდრომი ანუ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან

down's syndrom international day

ეს თარიღი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აღინიშნება.

რამ განაპირობა ასეთი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძების ჩატარება? – სოციუმის არასწორმა და მწირმა ინფორმაციამ ამ სინდრომის შესახებ. რაც დიდ გავლენას ახდენს და ურთულებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ცხოვრებას.

იმისათვის, რომ დავამსხვრიოთ სტერეოტიპები,  გვქონდეს სწორი და სრულფასოვანი ინფორმაცია სინდრომის შესახებ, შევეცდები ყველასათვის გასაგებ ენაზე მოგაწოდოთ საჭირო მასალა. ვრცლად