სიყვარული

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, “სიყვარულსა მალვა უნდა” მგონი ძალიან სულელური ფრაზაა.

 სიყვარული უნდა თქვა

დაწერო

დახატო

დაჯღაბნო

დათხუპნო

იჩურჩულო

იყვირო

იმღერო

იცეკვო

გეტკინოს

გეწყინოს

გავსებდეს

გაცარიელებდეს

კიდევ უფრო მეტად გავსებდეს ვიდრე წინა ჯერზე

და ეს უნდა გამოხატო

დაამტკიცო

დაწერო

დახატო

დაჯღაბნო…

და ასე დაუსრულებლად, თუმცა აქ…

წერტილი.

ზოგჯერ არის რაღაც გვიან

როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა პრობლემები არ არსებობს, არსებობს სინანული რომ დრო არ გეყო…

ამას ვეღარ შევცვლით.

მინდა რამე დადებითი დავწერო, მაგრამ არ მოდის ეს ოხერი პოზიტივი ასე მარტივად ჩემ ბნელ ცხოვრებაში.

თუმცა არის ერთი.

ადამიანებთან ურთიერთობა;  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ძალიან მარტივად მიყვარდება ადამიანი და მერე მთელი ცხოვრება მიყვარს (მომავალში ალბათ იქნება გამონაკლისი). უმეტესობისთვის გაუგებარია ალბათ, ჩემთვის კი დოპინგივითიაა, თუ გარკვეულ მომენტში ვინმეს ახალს არ გავიცნობ “ლომკა” მკლავს, სულს მიხუთავს, მახრჩობს.

დღემდე მჯერა რომ ბოროტი ადამიანები არ არსებობენ.

მეც ვზივარ ამ უზარმაზარ ეშმაკის ბორბალზე და ვტრიალებ დაუსრულებლად.

ისე არასდროს მიფიქრია, ვინ და რატომ შეარქვა ამ ბორბალს ეშმაკის?

არაუშავს, ყველა კვდება, ეს მაინცაა გარკვეული ამ ცხოვრებაში.

ვკოტრიალებ ოქროსფერ ყანაში.

ვქანაობ ხის საქანელაზე.

-სულელი ვარ, სულელი ვარ, სულელი ვარ…

ყველა რომ კვდება უკვე ვთქვი?

და ამ დროს ხვდები რომ რაღაც არის ძალიან გვიან.

 

 

დარჩი

მე ვკვდები,
ყოველ დილით ვკვდები,
ყოველი ამოსუნთქვისას ვკვდები.
იმიტომ, რომ…

შენ აღარ ხარ

შენ აქ არ ხარ,

შენ ჩემთან არ ხარ,

შენ ჩემი აღარ ხარ.

და მე მენატრები,

მარტივად,   მენატრები

ავდარში მენატრები,

არა – დარშიც ძალიან მენატრები.

If I could

If I could

I’d protect you

from the sadness in your eyes…

მოვინდომე წერა და აღმოვაჩინე, რომ სევდას მელანი გაელია, ხარბად შეესრუტა და სულ მთლად ამოეშრო.

მოვინდომე გასეირნება და ქუჩა მტვერს შეუჭამია.

სევდა უსასრულოა…

მინდა ბედნიერება დავინახო და ამ დროს ცრემლებით მევსება თვალები, აი ზუსტად ისე ტომ იორკს რომ აკვარიუმი ევსება წყლით. ვიცი სხვადასხვა დროში ვწერ წინადადებებს და ბევრ “მწარე” გრამატიკულ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ მართლაც ყველა დროში მენატრები. ხომ ვიცით(მე და შენ), რომ ადგილის გარემოება ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ქართული გრამატიკის ნაწილია.

მე შენ მოგიძღვნი ყველა ჩემ ჩანახატს, ყველა ამოსუნთქვას და თვალის დახამხამებას, ყველა უგემოვნო თუ გემოვნებიანი რომანიდან ამოგლეჯილ ფრაზას.

ალბათ უკვე იცი, რომ სევდა მარადიულია

და იცი? რეი გენიოსია…

მე, იდიოტმა, როგორ ვერ შევნიშნე ეს სევდა შენს თვალებში

broken

thumbდაკარგა.

ასე უაზროდ და მშვიდად შეეგუა თითქოს.

მის გალურჯებულ ტუჩებს ვერ ივიწყებს. ბიჭის წამწამის “ფახუნს” ახლაც გრძნობს სველ ლოყაზე, უფრო სწორად უნდა, რომ გრძნობდეს. გოგო უბედურია, რადგან მასთან ვეღარ გრძნობს,არ ესიზმრება, არ ელანდება – ჰგონია, რომ ბოლომდე მიატოვა.

ყოველ დილას, გაღვიძებისას თავიდან კარგავს, თვალის ყოველი დახამხამების მერე უბრუნდება რეალობას, სადაც ბიჭი აღარ ჩანს. ყოველი ამოსუნთქვის მერე უფრო და უფრო უძნელდება ჩასუნთქვა, ფოტოებს ვეღარ ათვალიერებს, ბიჭის ძველ ნივთებს ვეღარ ეხება, გრძნობს, რომ ამდენი ძალა აღარ აქვს.

ამბობს, რომ ტკივილს ვერ დაარქმევს. სითბოს, თავისუფლების და კიდევ, ხილის ჩაის არომატი აქვს მისი 16 წლის 9 თვის და 1 დღის ბედნიერებას.

  პ.ს. ეს არ არის სიყვარულის ისტორია სევდიანი დასასრულით…

სამოთხის პაწაწინა ნაგლეჯი

ცივა…

საბნიდან ფეხები აქვს გამოყოფილი,არა და ცივა… იშმუშნება სასიამოვნოდ… ცალ თვალს ახელს და მიყურებს… მიყვარს ასე,რომ იქცევა

–რატომ არ გძინავს? მეკითხება

– მე მხოლოდ მეღიმება…

–მიყვარს ასე,რომ მიღიმი

–ვიცი…

–მოდი ჩამეხუტე და დაიძინე რა : ) მე კოშმარებს დაგიფრთხობ 🙂

–ოჰ სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო…  ჩავეხუტე და მართლაც მალევე ჩამეძინა.არ ვიცი განწყობის ბრალი იყო თუ მას მართლა შეუძლია კოშმარების დაფრთხობა,მაგრამ ძალიან ღრმად და ტკბილად მეძინა,საშინელი სიზმრების გარეშე…

მაღვიძარას გაბმული ხმა მაღვიძებს. ის ცდილობს მალე გააჩუმოს,მაგრამ არ გამოსდის და მეუბნება

–ფუ ამის… როგორ დავაჩაგვრინე შენი თავი 🙂 ვრცლად